მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > თათარა ასორტი
ბრენდი თათარა

თათარა ასორტი

პროდუქციის მწარმოებელია შპს გრეიფი, რომელიც 2015 წლის დეკემბერში დაარსდა. ძირითად საქმიანობას წარმოადგენს აგრო მრეწველობა, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავება და წარმოება. ამ უგემრიელეს უნიკალურ პროდუქტს შპს გრეიფი ბრენდ “თათარა“-ს სახელწოდებით აწარმოებს.

თათარა ასორტი უნიკალურია. მასში პროდუქციის ყველა ვარიანტია გაერთიანებული და უფრო დიდი შეფუთვით იყიდება. შეფუთვას თუ დავაკვირდებით, ნათლად ჩანს შიგთავსი, რაც ამ ტიპის პროდუქტისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობაა. შეფუთვაში რაც არ ჩანს, არის მეორე დონე, ანუ პროდუქცია შეფუთვაში ორ დონედ არის განლაგებული და ისინი თხელი ფურცლით არიან გაყოფილი. შეფუთვაშია ასევე ოთხი ცალი ხის ჩხირიც, რომელთა მეშვეობით შეგიძლიათ პროდუქციის მოხერხებულად მირთმევა.

პროდუქტი შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური შეკვეთით, ასევე ძირითად სავაჭრო ქსელებში.