მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მსოფლიო გამოცდილება > ზიმბაბვე „მაიმუნი ვირიშვილი“ კონტრაბანდისტების დევნაში …

ზიმბაბვე „მაიმუნი ვირიშვილი“ კონტრაბანდისტების დევნაში …

არ გაგივა ამ ერთ კვანძში შეკრულ მსოფლიოში ასეთი ხისტი ნაბიჯები, როგორიც ზიმბაბვემ გააკეთა და კიდევ ერთი უარყოფითი შედეგი სახეზეა … საინტერესო აქ ისაა, რომ ამ მოვლენებს თვალყურს ვადევნებთ და მოვლენათა ქრონოლოგიურად დალაგებაც შეგვიძლია საიმისოდ რომ დავრწმუნდეთ შემდეგში: ხისტ მეთოდებს ამ სფეროში პერსპექტივა არ აქვს …

ა.წ. 30 მაისს ზიმბაბვეში ადგილობრივი პოპულარიზების კამპანია დაიწყო …
პარალელურად იმპორტის შემზღუდველი ღონისძიებები დაანონსეს …
იმდენად გაუტიეს, რომ იმპორტი დაბლოკეს
გავიდა სულ ცოტა დრო და აყვირდნენ საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორებისგან ზეწოლაა და ხისტი მეთოდები უნდა გავაუქმოთო
ეხლა კი ახალი მტერი გაჩნდა …
კონტრაბანდა გაიზარდა …
გაიზარდა კი არა, კონტრაბანდას მიაქვს თურმე ზიმბაბვე
ადგილობრივ მევაჭრეებს სულ არ არინტერესებს რას იძახის მთავრობა …
მაინც თავისას აგრძელებენ …
ოღონდ უფრო მომგებიანად …
აკრძალული ხილი ხომ იცით რა გემრიელია და თან რა მომგებიანიც?!

„გველი ხვრელიდან სხვისი ხელით უნდა გამოიყვანოო“ – ძველი „იტალიური“ ანდაზა ამბობს და ზიმბაბვეს მთავრობამ ამ „რისკიანი“ საქმის თავისი ხელით კეთება დაიწყო … შედეგმაც არ დააყოვნა …

გავითვალისწინოთ ჩვენც …
დაგვიდგება მალე დრო, როცა მსგავსი საკითხები გააქტიურდება საქართველოში …

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე

კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: “მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!”