მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ვესტ ინვესტი
ვესტ ინვესტი

ვესტ ინვესტი

ბრენდი – ვესტ ინვესტი ეკუთვნის შპს ვესტ ინვესტს.

შპს ვესტ ინვესტი დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილეს და გამოცდილ სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით 4,000-მდე მაღაზიას აწვდის 100-მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ქათმის პროდუქტებს, ღორისა და საქონლის ხორცს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებს, ზეთსა და კარაქს. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს ქ.თბილისში, ხოლო ფილიალები განთავსებულია საქართველოს მთელტერიტორიაზე (ქ. ბათუმი, ქ. ქუთაისი, ქ. ზუგდიდი, ქ. გორი, ქ.თელავი). კომპანია ასევე ფლობს საფირმო მაღაზიებს ქ. თბილისში, ქ. რუსთავში, ქ. ბათუმსა და ქ. ქუთაისში.

ბრენდი ვესტ ინვესტი, ისტორია …

შპს ვესტ ინვესტი შედის ჰოლდინგური კომპანია ვესტ გრუფის შემადგენლობაში, რომლის დასაფუძნებლად ჩადებული ინვესტიციების გარკვეული წილი ამერიკულ ინვესტიციებზე მოდის. დასავლურმა პარტნიორობამ და კომპანიის პორტფელში შემავალი პროდუქტების დასავლურმა წარმოშობამ განაპირობა ვესტ ინვესტის, როგორც ჰოლდინგში შემავალი ერთ-ერთი ბრენდის დასახელების ფორმირება.

ბრენდი მაქსიმალურად ორიენტირებულია მომხმარებელზე. ვინაიდან კომპანიის პორტფელში შემავალი პროდუქტების უმრავლესობა არის გაყინული, კომპანია იღებს ყველა ზომას იმისათვის, რომ მომხმარებლამდე მივიდეს გარანტირებულად უსაფრთხო და ხარისხიანი საქონელი. პროდუქციის მიწოდების პროცესში ზედმიწევნით სწორად ხდება ტემპერატურული რეჟიმის შერჩევა, რათა ტვირთის მოწოდება მოხდეს უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით. კომპანიისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია პროდუქციის დასაწყობებისა და შენახვის საიმედო პირობების უზრუნველყოფა.