მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ვესტ ინვესტი, შპს

ვესტ ინვესტი, შპს

გ. ლორთქიფანიძის 13ა, თბილისი, საქართველო
+ 995 595 881 081
info@wi.ge
http://westinvest.ge/

შპს ვესტ ინვესტი დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილეს და გამოცდილ სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით 4,000-მდე მაღაზიას აწვდის 100-მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ქათმის პროდუქტებს, ღორისა და საქონლის ხორცს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებს, ზეთსა და კარაქს. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს ქ.თბილისში, ხოლო ფილიალები განთავსებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (ქ. ბათუმი, ქ. ქუთაისი, ქ. ზუგდიდი, ქ. გორი, ქ.თელავი). კომპანია ასევე ფლობს საფირმო მაღაზიებს ქ.თბილისში, ქ. რუსთავში, ქ. ბათუმსა და ქ. ქუთაისში. შპს „ვესტ ინვესტის“ მაცივრები განლაგებულია როგორც ქ.თბილისში, ასევე რეგიონებში: იმერეთი, სამეგრელო, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი.

შპს ვესტ ინვესტი ორიენტირებულია ზრდასა და განვითარებაზე. კომპანიის მისიაა გახდეს პირველი სადისტრიბუციო კომპანია კვების პროდუქტების მიწოდების მიმართულებით, რისთვისაც მუდმივად ახდენს ახალი ბრენდების დამატებას და ახორციელებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს ადამიანური რესურსების განვითარებაში. დაარსებიდან დღემდე კომპანიის მიზანია საბოლოო მომხმარებელს მიაწოდოს მხოლოდ და მხოლოდ ხარისხიანი, პრემიუმ კლასის პროდუქცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის ყველა რეგიონში.

შპს ვესტ ინვესტი პორტფელში შემავალი პროდუქტების უმრავლესობის იმპორტს ახორციელებს. იმპორტი ხორციელდება შემდეგი ქვეყნებიდან: გერმანია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, ბრაზილია, დანია, ისლანდია, ნორვეგია, ნიდერლანდები, უკრაინა, ჩინეთი. აღნიშნული პროდუქტები იწარმოება მსოფლიოს საუკეთესო ქარხნების მიერ ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით. ეს პროდუქცია იყიდება შემდეგი ბრენდული დასახელებებით: ბიბილო, მამალო, Qualiko, Divnoe, Olio, Bravita, West Fish, West Meat, ვესტლანდ. კომპანიის პორტფელში შედის უმაღლესი ხარისხის გაყინული ლობსტერიც.

შპს ვესტ ინვესტი მაქსიმალურად ორიენტირებულია მომხმარებელზე. ვინაიდან კომპანიის პორტფელში შემავალი პროდუქტების უმრავლესობა არის გაყინული, კომპანია იღებს ყველა ზომას იმისათვის, რომ მომხმარებლამდე მივიდეს გარანტირებულად უსაფრთხო და ხარისხიანი საქონელი. პროდუქციის მიწოდების პროცესში ზედმიწევნით სწორად ხდება ტემპერატურული რეჟიმის შერჩევა, რათა ტვირთის მოწოდება მოხდეს უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით. კომპანიისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია პროდუქციის დასაწყობებისა და შენახვის საიმედო პირობების უზრუნველყოფა.

კომპანია დღესდღეობით წარმატებით თანამშრომლობს სუპერმარკეტების ქსელებთან: „კარფური“, „სმარტი“, „გუდვილი“, „ფრესკო“, „ნიკორა“, „ორი ნაბიჯი“, „ნუგეში“, „ფუდმარტი“, „ფურშეტ ჯორჯია“, „ჯიბე“ და ა.შ. შპს „ვესტ ინვესტი“ ორგზის „ოქროს კატალოგის“ მფლობელია. კომპანია 2014 და 2015 წლებში დაჯილდოვდა სტაბილური იმიჯისა და კორპორატიული პასუხისმგებლობისთვის.

გარდა იმპორტული პროდუქციისა შპს ვესტ ინვესტი წარმოდგენილია მცირე რაოდენობის ადგილობრივი წარმოების პროდუქტებითაც. კომპანიისათვის პრიორიტეტია იმპორტის ჩანაცვლება და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. კომპანიას საქართველოში აქვს წარმოება, კერძოდ კი ახალქალაქში აწარმოებს კარაქს ბრენდი “ვესტლანდ”-ის დასახელების ქვეშ.

ინფორმაცია პროდუქტების შესახებ

ბიბილო
„ბიბილო“ გთავაზობთ ქათმის უმაღლესი ხარისხის გაყინულ ხორც – პროდუქტებს, რომლებიც იწარმოება უსაფრთხოების და ხარისხის ყველა სტანდარტის დაცვით ევროპის საუკეთესო საწარმოში. არ არის გენმოდიფიცირებული და არ შეიცავს ჰორმონალურ დანამატებს. შეესაბამება FSSC 22000:2013 – „საკვები პროდუქტების უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის“ და ІSO 9001:2008 – „საკვები პროდუქტების ხარისხის მენეჯმენტის სისტემის“ საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს. სერტიფიცირებულია „ჰალალ“ – ის მოთხოვნების შესაბამისად.

მამალო
„მამალო“ გთავაზობთ ქათმის გაყინულ ფილეს, რომელიც იწარმოება უსაფრთხოების და ხარისხის ყველა სტანდარტის დაცვით. არ არის გენმოდიფიცირებული და არ შეიცავს ჰორმონალურ დანამატებს. სერტიფიცირებულია „ჰალალ“ – ის მოთხოვნების შესაბამისად.

Qualiko
“Qualiko” გთავაზობთ ქათმის უმაღლესი ხარისხის ხორც – პროდუქტებსა და ნახევარფაბრიკატებს, რომლებიც იწარმოება უსაფრთხოების და ხარისხის ყველა სტანდარტის დაცვით ევროპის საუკეთესო საწარმოში. არ არის გენმოდიფიცირებული და არ შეიცავს ჰორმონალურ დანამატებს. შეესაბამება FSSC 22000:2013 – „საკვები პროდუქტების უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის“ და ІSO 9001:2008 „საკვები პროდუქტების ხარისხის მენეჯმენტის სისტემის“ საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს.

Divnoe
„დივნოე“ გახლავთ 100% მზესუმზირის, რაფინირებული, დეზოდორირებული, უმაღლესი ხარისხის E ვიტამინით გამდიდრებული საკვები ზეთი, რომელიც არ შეიცავს კონსერვანტებს და გენმოდიფიცირებულ დანამატებს. პროდუქტის ხარისხი შეესაბამება ГОСТ Р 52465-2005 სტანდარტს № 90-ФЗ რეგულაციის შესაბამისად. გოსტ 1129-2013. სერტიფიცირებულია „ჰალალ“ – ის მოთხოვნების შესაბამისად.

Olio
მზესუმზირის რაფინირებული, დეზოდორირებული, უმაღლესი ხარისხის გაყინული ზეთი “Olio” გამდიდრებულია E ვიტამინით. არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ დანამატებსა და კონსერვანტებს. პროდუქტი შეესაბამება მოთხოვნებს: TP/TC 024/2011 „ზეთისა და ცხიმოვანი პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტი“ და TP/TC 021/2011 „საკვები პროდუქტების უსაფრთხოების შესახებ“. გოსტ 1129-2013.

Bravita
რაფინირებული, დეზოდორირებული, უმაღლესი ხარისხის, გამოყინული მზესუმზირის ზეთი „Bravita“ გადის დამუშავების მრავალ ეტაპს და მაქსიმალურად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებსა და თავდაპირველ გემოს. გამდიდრებულია E ვიტამინით. არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ დანამატებსა და კონსერვანტებს. პროდუქტის ხარისხი შეესაბამება Р 52465-2005 სტანდარტს, № 90-ФЗ „ზეთისა და ცხიმოვანი პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტის“ მიხედვით. გოსტ 1129-2013.

West Fish
“West Fish” – ი გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის თევზის გაყინულ პროდუქტებს. პროდუქცია მოიპოვება ატლანტის ოკეანისა და ბარენცის ზღვის აუზებში და მოპოვებისთანავე იყინება, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის სიჯანსაღის, ხარისხის და სასარგებლო თვისებების შენარჩუნებას. პროდუქცია მოიპოვება, იფუთება და ინახება ევროკავშირის რეგულაციების NR. 91/492 და 91/493 სტანდარტის შესაბამისად.

West Meat
“West meat” – ი გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ღორის გაყინულ ხორცს. პროდუქცია იწარმოება ჰიგიენური და სანიტარული ნორმების ევროპული სტანდარტების სრული დაცვით. აკმაყოფილებს FSSC 22000 „საკვები პროდუქტების უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის“ და ISO 22000 „საკვები პროდუქტების ხარისხის მენეჯმენტის სისტემის“ სტანდარტებს, რომლებიც სრულად შეესაბამება ბრიტანულ “BRC” და ფრანგულ – გერმანულ “IFS“ ხარისხის და უსაფრთხოების სტანდარტებს.

ვესტლანდ
მცენარეული ცხიმის სპრედი „ვესტლანდ“ იწარმოება საქართველოში უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით. პროდუქტი არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ დანამატებს და ფასოვდება 5 კილოგრამიან შეფუთვებში.

Olio მცენარეული ცხიმის სპრედი
მცენარეული ცხიმის სპრედი “Olio Original” არის უმაღლესი ხარისხის, სამარხვო პროდუქტი. არ არის გენმოდიფიცირებული და არ შეიცავს ჰორმონალურ დანამატებს. დამზადებულია ГОСТ Р 53200 – 2003 სტანდარტის და ТР ТС 024/2011 „ცხიმოვანი პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტის“ მიხედვით.

ლობსტერი
“West Invest” გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის გაყინულ ლობსტერს. პროდუქცია მოიპოვება კანადაში, უახლესი სტანდარტების, ეკოლოგიურად სუფთა აუზებში. ტრანსპორტირება და შენახვა ხდება ტემპერატურული ნორმების სრული დაცვით, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის პრემიალურ ხარისხს.

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...