მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ვარციხის მარანი, შპს

ვარციხის მარანი, შპს

ბაღდათის რაიონი სოფ. ვარციხე, საქართველო
+995 599 474 457
info@vartsikhe.com
http://vartsikhe.com

ღვინის წარმოება დაუღალავი შრომისა და სიყვარულის შედეგია …

კომპანია „ვარციხის მარანი“ აწარმოებს 100% ნატურალურ, ტრადიციული ტექნოლოგიით ქვევრში დაყენებულ მაღალი ხარისხის ღვინოებს.

ღვინის ქვევრში დაყენება დიდ შრომას, საქმისადმი რწმენას, სიყვარულსა და პასუხისმგებლობას მოითხოვს.

ვარციხის მარანს ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიციული ტექნოლოგია და საკუთარი ვენახების უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა მცირე რაოდენობის, მაგრამ უმაღლესი კლასის ღვინოების მიღების საშუალებას აძლევს.

კომპანია “ვარციხის მარანი”-ს 100 % ნატურალური ყურძნის ღვინოები ტრადიციული მრავალ საუკუნოვანი ტექნოლოგიითაა დამზადებული ქვევრში. ღვინოებს გააჩნიათ ქვევრში დაყენებული ღვინისათვის დამახასიათებელი ყველა თვისება: მაღალი ენერგეტიკული ღირებულება, სამკურნალო თვისებები, იმუნიტეტის გაძლიერება. ღვინოები მდიდარია ფენოლური შენაერთებითა და სხვადასხვა ვიტამინის ჯგუფებით. გამოირჩევა „PP“ ვიტამინის მაღალი შემცველობით, რომელიც კვებავს გულის სისხლძარღვებს.

ყველა საღვინე ყურძნის ჯიშს გავრცელების რეგიონალური ზონების მიხედვით გააჩნია საკუთარი უნიკალური თვისებები და მახასიათებლები. სწორედ ამიტომ „ვარციხის მარანი“-ს ვენახები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მდებარეობს. დასავლეთ საქართველოში სამრეწველო წარმოებისათვის ვიყენებთ ოცხანურ საფერეს, კრახუნას, ციცქას, ალადასტურს, ცოლიკაურს და ალექსანდროულს. აღმოსავლეთ საქართველოში – რქაწითელს, საფერავს, ხიხვს და ქისს.