მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ექსპორტი > მოძრაობა KAR.GE-ს ხელშეწყობით „ბებოს ჩურჩხელა“ სამხეთ კორეაში ექსპორტზე გადის

მოძრაობა KAR.GE-ს ხელშეწყობით „ბებოს ჩურჩხელა“ სამხეთ კორეაში ექსპორტზე გადის

ბოლო პერიოდში კი მართალია საექსპორტო კატალოგზე ვართ ორიენტირებულები, მაგრამ საექსპორტო შანსი როცა ჩნდება ხელიდან არ ვუშვებთ …

იყო პომიდორის ექსპორტის შემთხვევა

შემდეგ აჯიკა, ტყემალი, სვანური მარილის ნიმუშების გაგზავნა ლონდონში

შემდეგ ბებოს ჩურჩხელა და თათარა ისევ ლონდონში

ამჯერად კი უკვე წარმატებით შედგა ბებოს ჩურჩხელას ექსპორტი სამხრეთ კორეაში!

ყველაფერი გასულ წელს დაიწყო, როცა 20-24 ოქტომბერს სამხრეთ კორეაში საერთაშორისო გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა და 46 მწარმოებლის 124 ნაწარმი წარვადგინეთ World-OKTA-ს დახმარებით.

იმის შემდეგ ბევრი ვიშრომეთ და ძალისხმევა ნელ-ნელა ნაყოფს იღებს …

ამჯერად ბებოს ჩურჩხელას პირველი პარტია გავიდა …

იგი კორეული ჩაის სახლების ქსელისთვისაა გამიზნული.

სიახლეებს დამატებით შეგატყობინებთ!

თქვენ კი მწარმოებლებო იზრუნეთ მხოლოდ იმაზე, რომ KAR.GE კატალოგში მოხვდეთ თქვენ და თქვენი პროდუქტი. კავშირები და ინფორმაცია ჩვენზეა! ძალების გაერთიანებით და თანმიმდევრული წინ სვლით ყველაფერს მივაღწევთ!

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"