მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > პროდუქცია > ერთფენიანი ხელსახოცი luxpak
ხელსახოცი

ერთფენიანი ხელსახოცი luxpak

ქართულია & kar.ge-ა!

მეგობრებო,

ამიერიდან თქვენს სუფრას თამამად შეიძლება ამშვენებდეს საქართველოში წარმოებული ერთფენიანი ხელსახოცი. ხოლო თუ თქვენ 4 ფენიანს და იმპორტულს ხართ მიჩვეული, მოგვიტევეთ რომ შეგაწუხეთ …  აი ხინკალზე თუ გადახვალთ, მაშინ ნამდვილად ბლომად luxpak დაგჭირდებათ!

ხელსახოცი ქართული უნდა იყიდოთ! შეიძლება ისეთი ვერ არის, როგორც იმპორტული 4 ფენიანი, მაგრამ სადაც სხვა ღირს 1 ლარი, არც luxpak ღირს მეტი. ხარისხით კიდევ ტოლს არ უდებს, ხელსახოცია ბოლო-ბოლო. ჰოდა ყველა არგუმენტი იმის მხარესაა, რომ ქართულზე გააკეთოთ არჩევანი.

luxpak-ის მწარმოებელია შპს დელუქს ჯორჯია. ვებსაიტი http://deluxe.com.ge არ ფუნქციონირებს. შეკვრაზე ხელსახოცების რაოდენობა მითითებული არ არის, მაგრამ 100 ცალია [გადავთვალეთ].

დაძებნეთ, იყიდეთ, გამოიყენეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.

 

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე

კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: “მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!”