მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ენ ერ ჯი ჯორჯია

ენ ერ ჯი ჯორჯია

შარტავას 40, სართ. 12
ქვემო ალექსეევკის დასახლება
+995 32 2 30 60 03, +995 599 030 373
info@nrg.ge
http://nrg.ge

QMARK სტანდარტის მქონე საკაბელო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია – შპს “ენ ერ ჯი ჯორჯია” 2013 წლიდან არსებობს და სპილენძისა და ალუმინის საკაბელო პროდუქციას ქვემო ალექსეევკის დასახლებაში აწარმოებს. 2015 წელს “აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში განხორციელებული ორი მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად საწარმო მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მაღალი ხარისხის პროდუქტი, კონკურენტუნარიანი ფასი, ინდივიდუალური მიდგომა ყოველი კლიენტის მიმართ და ოპერატიულობა, ეს ოთხი ძირითადი ქვაკუთხედია, რომელსაც ეფუძნება კომპანიის ფილოსოფია და ქმნის უდავო უპირატესობას ადგილობრივ ბაზარზე.

“ენ ერ ჯი ჯორჯია“ ქართული ბრენდია.

კომპანიის მთავარი უპირატესობები კონკურენტებთან მიმართებაში: მაღალი ხარისხის პროდუქტი, კონკურენტუნარიანი ფასი, ინდივიდუალური მიდგომა ყოველი კლიენტის მიმართ და ოპერატიულობა, ეს ოთხი ძირითადი ქვაკუთხედია, რომელსაც ეფუძნება კომპანიის ფილოსოფია და ქმნის უდავო უპირატესობას ადგილობრივ ბაზარზე. მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება კომპანიისთვის ადგილობრივ ბაზარზე თავის დამკვიდრების მთავარი სტრატეგიაა.

“ენ ერ ჯი ჯორჯია“ ხარისხზე ორიენტირებული კომპანიაა. საწარმოში დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიის ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც მოკლე ხანში შეძლებს მკაცრად გააკონტროლოს როგორც ნედლეულის ასევე პროდუქციის ხარისხი წარმოების ყველა ეტაპზე. პარალელურად მიმდინარეობს ISO 9001 დანერგვის ფინალური ეტაპი.

კომპანია უკვე აკმაყოფილებს QMARK სტანდარტის მოთხოვნებს, ეს სტანდარტი მოიცავს წარმოების მთელ ჯაჭვს – ნედლეულის მიღება და შენახვა, პროდუქციის დამზადება, მზა პროდუქციის შენახვა და მომხმარებლამდე მიწოდება, ამ პროცესის ყველა ეტაპზე უსაფრთხოების რისკების კონტროლით.