მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ენ ერ ჯი ჯორჯია, შპს

ენ ერ ჯი ჯორჯია, შპს

შარტავას 40, სართ. 12
ქვემო ალექსეევკის დასახლება
+995 32 2 30 60 03, +995 599 030 373
info@nrg.ge
http://nrg.ge

შპს “ენ ერ ჯი ჯორჯია” საკაბელო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიაა. საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე წარმოდგენილია 2013 წლიდან და მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს სპილენძისა და ალუმინის საკაბელო პროდუქციის წარმოება. განვითარების სტაბილური ტენდენციით, მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხისა და მუდმივად განახლებადი პროდუქციის შეთავაზებით “ენ ერ ჯი ჯორჯია”-მ საიმედო და სასურველი პარტნიორის სტატუსი დაიმკვიდრა საქართველოს ბაზარზე. საწარმო მდებარეობს ქალაქ თბილისის გარეუბანში, საეთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქვემო ალექსეევკის დასახლებაში.

2015 წელს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა საწარმოში ორი მილიონი დოლარის ინვესტიცია, რამაც ხელი შეუწყო საწარმოს მნიშვნელოვან გაფართოებას. საწარმო გადაიარაღდა, დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესი, გაიზარდა წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი, მოცულობა და ხარისხი, ჩამოყალიბდა მყარი ბიზნეს-კონტაქტები ნედლეულის მომწოდებლებთან, შეიქმნა ეფექტური და მობილური სადისტრიბუციო ქსელი. შედეგადაც საერთო ფართმა შეადგინა 17 000 კვ.მ., საწარმოო ტერიტორიის ფართმა – 7000 კვ.მ, ხოლო სასაწყობო – 1500კვ.მ.

წარმოების ახალი ტემპებითა და გაზრდილი მოცულობით წარმართვისთვის კომპანიამ განაახლა საწარმოოს ძირითადი საშუალებები. კაბელების დამზადების ყველა ხაზი აღჭურვილია გერმანული წარმოების ავტომატიზაციის სისტემით, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის მაღალ ხარისხს.

კომპანიის მთავარი უპირატესობები კონკურენტებთან მიმართებაში: მაღალი ხარისხის პროდუქტი, კონკურენტუნარიანი ფასი, ინდივიდუალური მიდგომა ყოველი კლიენტის მიმართ და ოპერატიულობა, ეს ოთხი ძირითადი ქვაკუთხედია, რომელსაც ეფუძნება კომპანიის ფილოსოფია და ქმნის უდავო უპირატესობას ადგილობრივ ბაზარზე.

მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება კომპანიისთვის ადგილობრივ ბაზარზე თავის დამკვიდრების მთავარი სტრატეგიაა. ბოლო წლებში ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან ერთად საკაბელო პროდუქტზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ხარისხიანი და კონკურენტებთან შედარებით დაბალი ფასის პროდუქტის შეთავაზებით “ენ ერ ჯი ჯორჯია” ახერხებს ბაზრის გაზრდილი მოცულობის მნიშვნელოვანი წილის მომსახურებას, დიდწილად ანაცვლებს იმპორტულ საქონელს ქართულ ბაზარზე, ხოლო სამომავლო პერსპექტივაში განახორციელებს პროდუქციის ექსპორტს.

“ენ ერ ჯი ჯორჯია“ ხარისხზე ორიენტირებული კომპანიაა. საწარმოში დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიის ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც მოკლე ხანში შეძლებს მკაცრად გააკონტროლოს როგორც ნედლეულის ასევე პროდუქციის ხარისხი წარმოების ყველა ეტაპზე. პარალელურად მიმდინარეობს ISO 9001 დანერგვის ფინალური ეტაპი.

უკვე ვაკმაყოფილებთ QMARK სტანდარტის მოთხოვნებს, ეს სტანდარტი მოიცავს წარმოების მთელ ჯაჭვს – ნედლეულის მიღება და შენახვა, პროდუქციის დამზადება, მზა პროდუქციის შენახვა და მომხმარებლამდე მიწოდება, ამ პროცესის ყველა ეტაპზე უსაფრთხოების რისკების კონტროლით.

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...