მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ემსიბი ჯორჯია, შპს

ემსიბი ჯორჯია, შპს

კომპანიის დასახელება: ემსიბი ჯორჯია, შპს
მისამართი: კახეთის გზატკეცილი, ლუდის ქარხანა „კასტელის“ ტერიტორია, თბილისი 0198, საქართველო.
ვებსაიტი: http://www.bakehouse.ge
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/BakeHouse.ge/
ტელეფონი: +995 32 214 77 30, +995 32 214 77 02
ელ.ფოსტა: contact@bakehouse.ge

შპს „ემსიბი ჯორჯია“ დაარსდა 1999 წელს. კომპანია 100% კერძოა და მისი დამფუძნებლები არიან საქართველოს რეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირები: შპს „ჭყონია და კომპანია“, ალექსანდრე რატიშვილი, ქეთევან ჩხიკვაძე.

კომპანიის შექმნის მიზანი გახლდათ მსოფლიოს უდიდესი სწრაფი კვების კომპანია “მაკდონალდსის” რესტორნების ქსელის მომარაგება პურ-ფუნთუშეული პროდუქციით ამიერკავკასიის სამივე ქვეყანაში – საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. მართალია, კომპანიის დამფუძნებლები მხოლოდ ქართველი პირები არიან, მაგრამ მისი ამოქმედება შესაძლებელი გახდა მხოლოდ უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის საფუძველზე, რადგან „მაკდონალდსის“ სისტემის მომარაგება შეუძლებელია ნებისმიერი მსურველი მწარმოებლისთვის. ამ სისტემისთვის მიწოდებული პროდუქტების ხარისხი და უსაფრთხოება უნდა აკმაყოფილებდეს მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებს და მხოლოდ რამოდენიმე დონიანი აუდიტის შემდეგ ხდება ამა თუ იმ პროდუქტის დაშვება ქსელში სარეალიზაციოდ.

საწარმო შეიქმნა და ფუნქციონირება დაიწყო ამერიკული კორპორაცია „EAST BALT Inc.”-თან პარტნიორობითა და მჭიდრო თანამშრომლობით. იგი წარმოადგენს „მაკდონალდსისთვის“ ფუნთუშების უმსხვილეს მიმწოდებელს და მისი წილი მსოფლიო მასშტაბით მთლიანი შესყიდვების 35%-ია. ექსკლუზიური კონტრაქტის საფუძველძე „EAST BALT Inc.“-მა უზრუნველყო არამარტო მთლიანი საწარმოო ხაზის ჩამოტანა და დამონტაჟება საწარმოში, არამედ სრული ტექნოლოგიური ციკლის აწყობა და სხვადასხვა პროდუქტების გამოშვების დანერგვა. მანქანა-დანდგარების შეძენა მოხდა ამ დარგში ცნობილი ისეთი ფირმებისგან, როგორიცაა “Stewart Systems Inc.” (აშშ), “Sottoriva S.p.A.”,” Brevetti Gasparin S.p.A.”, “Zucceli S.p.A.”, “Rollmatic” (ყველა იტალია) და “Konig Machinnen Gmbh.” (ავსტრია), „Bakery Equipment PRI”, “Impac Engineering Ltd.” (ისრაელი) და სხვა. საჭიროებიდან გამომდინარე, ამავე კომპანიებიდან ხდება მათი სათადარიგო ნაწილებით მომარაგება და ტექნიკური საკონსულტაციო მომსახურებაც.

გარდა „მაკდონალდსი“-ს ქსელის მომრაგებისა შპს „ემსიბი ჯორჯია“ ოპერირებს შიდა ბაზარზეც, ძირითადად, ქ.თბილისის სავაჭრო ქსელებთან პარტნიორობის საფუძველზე. კომპანია თანამშრომლობს საცალო ვაჭრობის ისეთ კომპანიებთან, როგორებიც არიან: „ნიკორა“, „კარფური“, „გუდვილი“, „ფუდმარტი“, „სმარტი“, “ფრესკო“, „ფურშეტი“, „ორი ნაბიჯი“ და სხვა ქსელური თუ არაქსელური მაღაზიები.

პროდუქციის ასორტიმენტი შედგება სხვადასხვა სახის პროდუქტებისგან, როგორიცაა ჰამბურგერი, ამერიკული ბეგელი, ჰოთდოგის პური, ბრეტცელი, ბლითი, ვანილის მაფინი, ფორთოხლის მაფინი, მაფინი შოკოლადით, შოკოლადის მაფინი, რომლებითაც კომპანია ქსელურ და არაქსელურ სავაჭრო ობიექტებსაც ამარაგებს. დღეს BakeHouse-ის პროდუქციის შეძენა 500–მდე ასეთ ობიექტშია შესაძლებელი.

პროდუქციის რეალიზაცია ხდება საკუთარი სადისტრიბუციო სამსახურის საშუალებით, რომელიც ახდენს პროდუქციის გადატვირთვას სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში ადგილზე მიტანით.

კომპანიის ერთგული კლიენტები არიან სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვები, სტუდენტები, დიასახლესები, საქმიანი ადამიანები, საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნების მოქალაქეები.

შპს „ემსიბი ჯორჯია“ ყოველწლიურად გადის ხარისხისა და პროდუქციის უსაფრთხოების აუდიტს, რომელსაც ატარებენ საერთაშორისო სერტიფიკაციის აუდიტორული კომპანიები: “AIB International და “Bureau Veritas”. კომპანიაში დანერგილია და მოქმედებს პროდუქტების უსაფრთხოების „რისკების ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების მართვის“ სისტემა HACCP. ამ სისტემის სტანდარტებიდან გამომდინარე, საწარმოში დაცულია სისუფთავისა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები, წელიწადში ორჯერ, საწარმოს მთელი პერსონალი გადის სამედიცინო შემოწმებას, ხოლო ყოველთვიურად უტარდებათ შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ტრენინგები.

საწარმო მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე, რაც გამოიხატება ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების დანერგვაში, მათი უმაღლესი ხარისხის დაცვასა და კიდევ უფრო გაუმჯობესებაში. ამისათვის, პერიოდულად ჩამოგვყავს ჩვენი უცხოელი კოლეგები და პარტნიორები-ინჟინერ-ტექნოლოგები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა საფრანგეთი და ისრაელი, სადაც ეს დარგი უმაღლეს დონეზეა განვითარებული. ასევე, პერიოდულად, ხდება ახალი მანქანა-დანადგარების შეძენა-დამონტაჟება, საწარმოო ხაზის განახლება.

2016 წლის დასაწყისში შპს „ემსიბი ჯორჯია“-მ განახორციელა რებრენდინგი და ბაზარზე ახალი ბრენდული დასახელებით – „BakeHouse” და ლოგოთი შემოვიდა.