მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ელსელემა

ელსელემა

გურამიშვილის გამზ. 64ა, 0141 თბილისი, საქართველო
+ 995 32 2 47 52 32
elselema@yahoo.com
http://elselema.ge

შპს “ელსელემა” 1992 წლიდან ფუნქციონირებს და თანამედროვე მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი ორი სამკერვალო ფაბრიკითაა წარმოდგენილი თბილისსა და ლანჩხუთში. წარმოების ძირითადი მიმართულებებია: სამკერვალო წარმოება, ტრიკოტაჟის წარმოება, საქარგავი წარმოება, ტრაფარეტული ბეჭდვა ქსოვილზე. კომპანიის საერთო ჯამში 150-მდე ადამიანია დასაქმებული.

“ელსელემა” ქართული ოჯახური კომპანიის ბრენდია, რომელიც ერთად 1992 წელს შეიქმნა.

ბრენდის სახელწოდებას საფუძვლად დაედო ის ფაქტი, რომ ელგუჯა, სერგო, ლევანი და მარინე ბნ. ელგუჯა მამასახლისის, კომპანიის დამფუძნებლის ოჯახის წევრების სახელებია. თითოეული სახელის პირველი ორი სიმბოლოს გაერთიანებით იქნებ მიღებული ბრენდული დასახელება – “ელსელემა”.

კომპანია უკვე 25-ე წელია წარმატებით ვითარდება და პროდუქციას ქმნის როგორც ადგილობრივი, ასევე საექსპორტო ბაზრებისთვის [ნაწარმის 80%]. შპს ელსელემა უკვე მრავალი წელია წარმატებით ასრულებს სახელმწიფო შეკვეთებს ძალოვანი და სხვა სტრუქტურებისთვის. აწარმოებს ყველა სახის სპეციალური დანიშნულების ტანსაცმელს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროსათვის. 2011 წლიდან დაიწყო საერთაშორისო ბრენდების – KOTON, MONCLER და DAMAT-ისათვის საექსპორტო პროდუქციის წარმოება.