მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ელსელემა, შპს

ელსელემა, შპს

გურამიშვილის გამზ. 64ა, 0141 თბილისი, საქართველო
+ 995 32 2 47 52 32
elselema@yahoo.com
http://elselema.ge

შპს ელსელემა 1992 წლიდან ფუნქციონირებს და თანამედროვე მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი ორი სამკერვალო ფაბრიკითაა წარმოდგენილი თბილისა და ლანჩხუთში. წარმოების ძირითადი მიმართულებებია: სამკერვალო წარმოება, ტრიკოტაჟის წარმოება, საქარგავი წარმოება და ტრაფარეტული ბეჭდვა ქსოვილზე. კომპანიის საერთო ჯამში 150-მდე ადამიანია დასაქმებული.

კომპანია უკვე 25-ე წელია წარმატებით ვითარდება და პროდუქციას ქმნის როგორც ადგილობრივი, ასევე საექსპორტო ბაზრებისთვის [ნაწარმის 80%]. შპს ელსელემა უკვე მრავალი წელია წარმატებით ასრულებს სახელმწიფო შეკვეთებს ძალოვანი და სხვა სტრუქტურებისთვის. აწარმოებს ყველა სახის სპეციალური დანიშნულების ტანსაცმელს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროსათვის. 2011 წლიდან დაიწყო საერთაშორისო ბრენდების – KOTON, MONCLER და DAMAT-ისათვის საექსპორტო პროდუქციის წარმოება.

გარდა სამკერვალო წარმოებისა შპს ელსელემა შემდეგი უცხოური კომპანიების საკერავი ტექნიკის დისტრიბუტორიცაა:
• შვეიცარული კომპანია – BERNINA INTERNATIONAL AG (საოჯახო საკერავი და საქარგავი ტექნიკა);
• გერმანული კომპანია – PRAFF Industriesysteme und Maschinen AG (საწარმო დანიშნულების სამკერვალო ტექნიკა);
• გერმანული კომპანია – MADERIA Garne (საკერავი და საქარგავი ძაფები);

კომპანიას ასევე გააჩნია საკუთარი სპეციალიზირებული მაღაზია საკერავი და საქარგავი ტექნიკის რეალიზაციისათვის.

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...