მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > დილის პროდუქტები, შპს

დილის პროდუქტები, შპს

თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი კოდა, საქართველო
+ 995 210 60 29
info@dila.com.ge
http://dila.com.ge

შპს “დილის პროდუქტები“ დაფუძნებულია 2006 წლის 1 სექტემბერს კოდის მეფრინველეობის ფაბრიკის ბაზაზე, რომელიც მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ კოდაში. საწარმოს ფართობი შეადგენს 53 ჰექტარს. საწარმოში განთავსებულია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინკუბატორი 400 000 ფრთაზე, სანაშენე წიწილების გამოსაზრდელი საფრინველე (105 000 ფრთა/ადგილი), კვერცხმდებელი ქათმის საფრინველეები (400 000 ფრთა/ადგილი) ბროილერის ქათმის საფრინველეები (260 000 ფრთა/ადგილი).

ფრინველი იკვებება ჯანსაღი საკვებით, რომელიც შემოწმებულია საწარმოში არსებულ ლაბორატორიაში. კომბინირებული საკვების დამზადება ხდება საკვებ-დამამზადებელ საამქროში, (15 ტნ/სთ ფხვიერი და 10ტნ/სთ გრანულირებული საკვების წარმადობით) რომლის სასაწყობე მეურნეობა მოიცავს 3 000 კვ.მ. იატაკურ და 5 400 კბ.მ მოცულობის მარცვლეულის შესანახ ელევატორს. საფრინველეებში ყველა პროცესი ავტომატიზირებულია. ფრინველი იზრდება სუფთა, ჯანსაღ გარემოში. ფაბრიკაში არსებული ნარჩენების გადასამუშავებელი დანადგარი, გარემოს იცავს დაბინძურებისაგან.

თავდაპირველად საწარმო,სამარკო ნიშნით “დილა” ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი იყო ბროილერის (მეხორცული) ქათმის ხორცითა და სუბპროდუქტებით. 2007 წელს დაემატა სუფრის კვერცხის წარმოება. დაარსების დღიდან შპს ,,დილის პროდუქტები“-ს მიერ წარმოებული პროდუქცია, მომხმარებელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და ჯანსაღ კონკურენციას უწევს ადგილობრივ და იმპორტირებულ საქონელს.

შპს “დილის პროდუქტები“ მაღალკვალიფიციური კადრებითაა დაკომპლექტებული და მასში ქვეყნის მასშტაბით 450-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. საწარმო სერთიფიცირებულია ISO 9001:2015 სერთიფიკატით.

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...