მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > დიზაინ ემ ჯორჯია, შპს

დიზაინ ემ ჯორჯია, შპს

გ. ლორთქიფანიძის 42, თბილისი, საქართველო
+ 995 574 80 00 50
design.m.georgia@gmail.com
FB/Design M Georgia

შპს “დიზაინ ემ ჯორჯია” 2017 წლის იანვარში დაფუძნდა. პროდუქციის ასორტიმენტში უკვე 12 დასახელების 27-მდე სახეობის ქვის მოსაპირკეთებელ დეკორატიულ ქვის ფილას აწარმოებს ექსტერიერისა და ინტერიერისათვის. კომპანიის მიზნებშია ასორტიმენტის ზრდა, შიდა ბაზარზე ცნობადობის და გაყიდვების, ასევე ესპორტის ზრდა.

მოსაპირკეთებელი ქვის ფილები დამზადებულია ცნობილი ბრენდების მიერ წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან. კომპანია იყენებს საუკეთესო ხარისხის პიგმენტს, რაც უზრუნველყოფს ფერთა ფართო არჩევანს და მდგრადობას ულტრაიისფერი გამოსხივებისა და ტემპერატურის ცვლილების მიმართ.

წარმოებული მოსაპირკეთებელი ქვის ფილა დროთა განმავლობაში არ იცვლის ფერს და არ ხუნდება. ქვის ფილებს უკანა მხარეს აქვს რელიეფური ზედაპირი, რომელიც უზრუნველყოფს კედელზე მყარ მიმაგრებას წებოცემენტით ან სპეციალური სილიკონით.

დეკორატიული ქვის ფილებით შეიძლება მოპირკეთდეს კედლის სწორი, 90 გრადუსიანი, ოვალური ფორმის ზედაპირები, კოლონები და კიბის უჯრედები.