მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > დიდგორის ველი, შპს

დიდგორის ველი, შპს

მოსკოვის გამზირი 39/4, თბილისი, საქართველო
+ 995 599 900 153
didgorisveli@gmail.com
http://didgorisveli.ge

შპს “დიდგორის ველი” ქართული წარმოებაა, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა. დამფუძნებლის – ბნ. პეტრე ჯმუხაძის ოცნება იყო თავისი ხელით აეწყო და დაეფუძნებინა წარმოება, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ ექნებოდა; მცირე საწარმო, სადაც იწარმოებოდა როგორც ხორბლის რექტიფიცირებული მაღალი კლასის სპირტი, ასევე მისგან დამზადებული პრემიუმ ხარისხის არაყი. მამოძრავებელი იდეა – ქართული პროდუქტის წარმოება, რომელიც ეძღვნება ქართველთა უდიდეს გამარჯვებას, ძლევაი საკვირველს – დიდგორის ბრძოლას, რომელიც 1121 წლის 12 აგვისტოს გაიმართა.

ბნ. პეტრეს ამ ოცნებამ 2015 წელს დაიწყო ხორცშესხმა. გულდასმით დააპროექტა მინი ქარხანა. დანადგარების საკუთარი ძალებით და პროექტით დამზადება ამ წარმოებას უნიკალურს ხდის ქართული ალკოჰოლური სასმელების ბაზარზე. ბევრი ცდის შედეგად მიღებულ იქნა საკუთარი წარმოების რექტიფიცირებული მაღალი კლასის სპირტი, რომლის საფუძველზე დამზადდა უნიკალური პრემიუმ ხარისხის ხორბლის არაყი „დიდგორის ველი“, 2016 წელს გამოვიდა “დიდგორის ველი – სამეფო”, ხოლო 2017 წელს “დიდგორის ველი – ჭაჭა”.

ხორბლის არაყი „დიდგორის ველი“, “დიდგორის ველი – სამეფო” და “დიდგორის ველი – ჭაჭა” მზადდება მათთვის – ვინც აფასებს ხარისხს და განსაკუთრებულ გემოს. იხილეთ რესტორებისა და მაღაზიების სია, სადაც შეგიძლიათ ქართული ხორბლის არაყის – დიდგორის ველის შეძენა:

• ლუდის ბარი “FANCLUB PAULANER” – ქ. თბილისი ნუცუბიძის ქ. 125
• ლუდის ბარი “PAULANER PUB” – ქ. თბილისი ცინცაძის ქ. 30 (საბურთალოს 36)
• ლუდის ბარი „HB სამეფო კარის ლუდი“ – ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას 20 და ვირსალაძის 7
• ჩეხური ლუდის სახლი Czech Beer House – ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას 26
• ბარ-რესტორანი „Weihenstephan “ – ქ. თბილისი ყაზბეგის გამზირი N27
• რესტორანი „იმერული ეზო ნატახტარი“ – მცხეთა, სოფელი ნატახტარი
• მაღაზია „ღვინის სახლი“ – ქ. თბილისი, კოტე აფხაზის ქ. 55 (ლესელიძე)
• მაღაზია „ვინომანია“ – ქ. თბილისი, კოტე აფხაზის ქ. 45 (სინაგოგას გვერდით, ყოფილი ლესელიძის ქ).
• მაღაზიათა ქსელი Smugglers – ქ. თბილისი ვაჟა-ფშაველას გამზირი № 19
• მაღაზიათა ქსელი Smugglers – ქ. თბილისი ვაჟა-ფშაველას გამზირი № 64
• მაღაზიათა ქსელი Smugglers – ქ. თბილისი ნუცუბიძის № 105
• მაღაზიათა ქსელი Smugglers – ქ. თბილისი კეკელიძის № 15
• SMART სუპერმარკეტი – ქ. თბილისი, ჭავჭავაძის 37 ლ
• SMART სუპერმარკეტი – ქ. თბილისი, რუსთაველი 31/13
• SMART სუპერმარკეტი – ქ. თბილისი, ცინცაძის ქ. 37 (საბურთალო)

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...