მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > დიდგორის ველი

დიდგორის ველი

მოსკოვის გამზირი 39/4, თბილისი, საქართველო
+ 995 599 900 153
didgorisveli@gmail.com
http://didgorisveli.ge

შპს “დიდგორის ველი” 2015 წელს დაფუძნებული ქართული წარმოებაა, რომელიც საკუთარი წარმოების უმაღლესი ხარისხის ხორბლის სამმაგი რექტიფიკაციის მაღალი კლასის 96.3 % სპირტისაგან პრემიუმ ხარისხის ხორბლის არყებს – “დიდგორის ველი” და “დიდგორის ველი – სამეფო” აწარმოებს. 2017 წლიდან კი “დიდგორის ველი – ჭაჭა”-ს.

ქართული ბრენდი – “დიდგორის ველი“ გთავაზობთ მაღალი ხარისხის პროდუქციას. პროდუქციის წარმოება ეძღვნება 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ველზე ქართველთა უდიდეს გამარჯვებას, რომელიც ისტორიაში „ძლევაი საკვირველი“-ს სახელით შევიდა. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარსულით და ეს სიამაყე პროდუქციის განსაკუთრებულ თვისებებსა და გემოში ავსახეთ. სწორედ ეს საბრძოლო სულისკვეთება აისახა პროდუქციის ეტიკეტშიც. თითოეული ბოთლის ინდივიდუალურობას განსაზღვრავს სურგუჩით ლოგოს ბრენდირება.