მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > დიდგორის ველი, ხორბლის არაყი

დიდგორის ველი, ხორბლის არაყი

მოსკოვის გამზირი 39/4, თბილისი, საქართველო
+ 995 599 900 153
didgorisveli@gmail.com
http://didgorisveli.ge

შპს “დიდგორის ველი” 2015 წელს დაფუძნებული ქართული წარმოებაა, რომელიც საკუთარი წარმოების უმაღლესი ხარისხის ხორბლის სამმაგი რექტიფიკაციის მაღალი კლასის 96.3 % სპირტისაგან პრემიუმ ხარისხის ხორბლის არყებს – “დიდგორის ველი” და “დიდგორის ველი – სამეფო” აწარმოებს. 2017 წლიდან კი “დიდგორის ველი – ჭაჭა”-ს.

ხორბლის არაყი „დიდგორის ველი“-ს შექმნის მიზანია ქვეყანაში მოხდეს ქართული ბრენდის შექმნა და პოპულარიზება, რომ მომხმარებელს შეეძლოს ისიამოვნოს ქართული მაღალხარისხიანი სუფთა პროდუქტით. არყის დამზადების თითოეული ეტაპი უნიკალურია. იგი იწარმოება თავად კომპანიის მიერ გამოხდილი ხორბლის 96.3 %-იანი სპირტისგან. სპირტის ფერმენტიზაცია ხორციელდება ქერის მწვანე ალაოთი, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის სირბილესა და თავისებურ არომატს.

არაგვის წყაროს წყალი სპეციალური დამუშავების შემდეგ ერევა ხორბლის რექტიფიცირებულ სპირტს. მიღებული კუპაჟი გადის მრავალსაფეხურიან ფილტრაციას ვერცხლით ინპეგრირებულ ქოქოსის ნახშირის ელემენტში, რის შემდეგაც მიღებული ნაზავი „ისვენებს“ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. შედეგად პროდუქცია იღებს თავის იერსახეს, რომელსაც ხორბლის არაყი ეწოდება – ხორბლის არაყი „დიდგორის ველი“.