მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > დემა

დემა

სოფელი ბალიჭი, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, საქართველო
+995 551 19 26 16
maiadevnozashvili@yahoo.com, demasoap@gmail.com
http://dema.ge
FB / დემა – ქართული ნატურალური საპონი

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

ქართული ნატურალური სამკურნალო საპონი “დემა” უძველესი ქართული ოჯახური ტრადიციით დმანისის ალპურ ზონაში შეგროვებული მცენარეებისაგან მზადდება. დამფუძნებელმა, პროფესიით პედაგოგმა – ქ-ნმა მაია დევნოზაშვილმა წინაპრების ტრადიცია აღადგინა და “აწარმოე საქართველოში”-ს გრანტის მეშვეობით ახალ დონეზე აიყვანა. დღეს სტარტაპი 17 სახეობის ნატურალურ სამკურნალო საპონს აწარმოებს და საქართველოს მასშტაბით სარეალიზაციო ქსელებში ყიდის. თითოეული სამკურნალო საპნის ფასი წონისა და შემადგენლობის მიხედვით 5 ლარიდან 8 ლარამდე მერყეობს. მომავალში ბრენდი აპირებს გაფართოებას, ბავშვის ნატურალური სარეცხი საშუალების და სხვა ჰიგიენური ნაწარმის წარმოებას.

ქართული ნატურალური საპნის ბრენდული დასახელება – “დემა” სპეციალურად შეირჩა რომ ხაზი გაესვა ერთის მხრივ გვარისთვის, რომელიც ისტორიულად ამზადებდა სამკურნალო საპონს უძველესი ქართული ტრადიციის შესაბამისად და ამ ტრადიციის გამგრძელებლის, პროფესიით პედაგოგის – ქ-ნი მაიას სახელისათვის. ქალბატონ მაიას ბებიამ შეასწავლა ბიოლოგიურად სუფთა საპონის შექმნის ხელოვნება და დღეს ამ უძველეს ქართულ ტრადიციას ქ-ნი მაია თავის ოჯახთან ერთად აგრძელებს. მან მოახერხა საპნის წარმოების ტრადიციული და თანამედროვე მეთოდები შეერწყა ისე, რომ საპონს ნატურალურობა შეენარჩუნებინა.

ფართო საზოგადოებისათვის ნაწარმის წარდგენა სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობის გზით “დემა”-ს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ბრენდი სისტემატურად მონაწილეობს “აწარმოე საქართველოში”-ს, მოძრაობა KAR.GE-ს ორგანიზებულ გამოფენა გაყიდვებში / ფორუმებში და სხვა ღონისძიებებში.