მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ადგილობრივი საწარმო > დემა – #ესპროდუქციაჩვენია

დემა – #ესპროდუქციაჩვენია

#ესპროდუქციაჩვენია

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოძრაობა KAR.GE მწარმოებლებთან ერთად და საზოგადოების ფართო ჩართულობით 1-31 მაისის პერიოდში ახორციელებს 1 თვიან კამპანიას – “ეს პროდუქცია ჩვენია”. მიზანი: საქართველოს მოქალაქეებს უკეთ გავაცნოთ ხარისხიანი ქართული ნაწარმი და მათი მწარმოებლები. კამპანია 3 კომპონენტს მოიცავს. 1) საწარმოში სტუმრობა და FB Live ვიდეოს ჩაწერა, 2) Facebook პოსტერების კამპანია – “ეს პროდუქცია ჩვენია” და 3) პროდუქციის ღია შესყიდვა FB აქციით და მომხმარებელთა დაჯილდოვება.

დღეს, 2018 წლის 12 მაისს ვესტუმრეთ „დემა“-ს, რომელიც ნატურალურ სამკურნალო საპონს ამზადებს. და ამისათვის სპეციალურად ჩავედით კაზრეთში, სოფელ ბალიჭში.

ქართული ნატურალური სამკურნალო საპონი “დემა” უძველესი ქართული ოჯახური ტრადიციით დმანისის ალპურ ზონაში შეგროვებული მცენარეებისაგან მზადდება. სტარტაპმა “აწარმოე საქართველო”-ს ფარგლებში 5,000 ლარის ოდენობით დაფინანსება მოიპოვა. გრანტით საპნის დასამზადებლად დანადგარები შეიძინა. სწორედ ამ მხარდაჭერის შედეგად დღეს “დემა” 17 სახეობის სამკურნალო ნატურალურ საპონს აწარმოებს. ესენია: ორკბილა, სამკურნალო მცენარეების ნაცარი, გვირილა, ვარდის ფურცლები, ხახვი, ენდრო და ვანილი, გვირილა, კალენდულა და ყვითელი ვარდი, ჭინჭარი, ლავანდა და ტკბილი ნუში და ა.შ. თითოეულ საპონს თავისი ტექნოლოგია, ისტორია და ტრადიცია გააჩნია.

#ესპროდუქციაჩვენია
#ქართულიადაკარგია

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"