მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > დეკორა

დეკორა

ორახელაშვილის 16/1, ქუთაისი 4600, საქართველო
+ 995 0431 25-19-99, + 995 555 191-191
decorage@mail.com
http://decora.ge

2014 წელს ქუთაისში “აწარმოე საქართველოს” ხელშეწყობით დაფუძნებული შპს “დეკორა” ადგილობრივ ნედლეულზე დაყრდნობით 4 სახის პროდუქციას ქმნის: ფერადი ქვიშა და სილა, მოზაიკური ფილა ბადეზე, ფერადი ჩასართავები და ასანათები და სფეროები ლანდშაფტური დიზაინისათვის.

კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია ლანდშაფტის გალამაზებას და ადამიანების საცხოვრებელი გარემოს გამრავალფეროვნებას ემსახურება. სახელწოდებაც სათანადო შეირჩა – “დეკორა”, რომელიც 100% ქართული ბრენდია. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ბრენდი ნედლეულად ადგილობრივ მასალებს იყენებს, რაც ბრენდის ღირებულებას და საზოგადოებისათვის სარგებლიანობას საგრძნობლად ზრდის.