მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > დეკორა, შპს

დეკორა, შპს

ორახელაშვილის 16/1, ქუთაისი 4600, საქართველო
+ 995 0431 25-19-99, + 995 555 191-191
decorage@mail.com
http://decora.ge

კომპანია „დეკორა“ 2014 წელს ქალაქ ქუთაისში საქართველოს სამთავრობო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით დაფუძნდა. საწყის ეტაპზე კომპანიის საქმიანობის საგანს მხოლოდ ფერადი ქვიშისა და სილის წარმოება წარმოადგენდა, რაც ბაზარზე სიახლეს წარმოადგენდა. კომპანია ამ კუთხით დღესაც ერთადერთია ქართულ სამშენებლო ბაზარზე.

დღეისათვის შპს „დეკორა“ იმერეთის რეგიონში მოპოვებული ნედლეულის გამოყენებით აწარმოებს 4 სახის პროდუქციას: ფერადი ქვიშა და სილა, მოზაიკური ფილა ბადეზე, ფერადი ჩასართავები და ასანათები და სფეროები ლანდშაფტური დიზაინისათვის. აღსანიშნავია, რომ თითოეულ ზემოთაღნიშნულ პროდუქციას ბაზარზე ანალოგი არ გააჩნია.

კომპანია ხშირად მონაწილეობს ქართული ნაწარმის გამოფენებში. „აწარმოე საქართველოში“ გამოფენის ფარგლებში „დეკორა“-ს სტენდს თავად პრემიერი – გიორგი კვირიკაშვილი ესტუმრა, რომელმაც განსაკუთრებით მოიწონა სტენდზე წარმოდგენილი ფერადი ქვიშისა და სილის პროდუქცია, რომელიც საქართველოში მოპოვებულ ნედლეულზე იწარმოება.