მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > დევი ნიკოლეიშვილი, ი.მ. (IZOSIA)

დევი ნიკოლეიშვილი, ი.მ. (IZOSIA)

ბოცვაძის 2, თბილისი, საქართველო
+ 995 597 603 131
devikonikoleishvili@gmail.com
FB/იზოსია

ქართული კოსმეტიკური საცხი IZOSIA ქართულ ბაზარზე მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ სოლიდური ბრენდული დასახელებით და გაახლებული შეფუთვით 2016 წლიდან შემოდის. ქ-ნი იზო გოგოძის დამსახურებით და 5 სხვადასხვა სახის ნაწარმით ბრენდმა უმალ მოიპოვა ქართველი ქალბატონების კეთილგანწყობა და დაფასება. კოსმეტიკური ბრენდი IZOSIA აწარმოებს და საქართველოში ყიდის ხუთი სახეობის საცხს ყველა ტიპის კანისა და ასაკისათვის: ჟოჟობა, ავოკადო, არგანი, ატამი და ანტი-აკნე.

საცხის ფორმულის ავტორი და მისი უშუალო მწარმოებელია ქალბატონი იზო გოგოძე შემდეგნაირად გვიყვება საცხის შექმნის მოკლე ისტორიას:

“ჩემი პროფესიიდან გამომდინარე (დერმატო-კოსმეტოლოგი) ყოველთვის უარყოფითად ვიყავი განწყობილი თავის მოვლის ქიმიური, სინთეთიკური საშუალებების მიმართ. გამომდინარე აქედან, ყოველთვის ვურჩევდი ჩემს პაციენტებს რაც შეიძლება იშვიათად მოეხმარათ ისინი. კანის მოსავლელად კი ვთავაზობდი ჩემი ფორმულით შექმნილ საცხს, რომლის ეფექტურობაც ასახული იყო პირადად ჩემს კანზე. როცა მივაღწიე გარკვეულ ასაკს, როცა წესით უკვე კანზე მკაფიოდ გამოხატული სიბერის ნიშნები უნდა მქონოდა, ამ საცხის დამსახურებით მსგავსი ნიშნები საერთოდ არ შეიმჩნეოდა. ამან განაპირობა საცხის მომხმარებელთა ძალზე დიდი რაოდენობით გაზრდა და მათი დაჟინებული მოთხოვნა საცხი ხელმისაწვდომი გამხდარიყო ფართო მომხმარებლისათვის.”

კოსმეტიკური საცხი IZOSIA-ს კონცეფცია არის კანის მოვლა მხოლოდ ერთი საშუალებით, რაც ეყრდნობა საცხის უნივერსალურ მოქმედებას. ერთდროულად ის ახდენს კანის დატენიანებას, დაცვას და კვებას. მოიხმარება როგორც დღისით, ასევე ღამით. საცხის შემადგენლობა არის 100%-ით ბიოლოგიური, ნატურალურ ინგრედიენტებზე დაფუძნებული. საცხს აქვს ძალიან რთული ფორმულა. მასში შემავალ მრავალრიცხვოვან კომპონენტებს აქვთ ურთიერთ სინერგიული და გამაძლიერებელი მოქმედება. საცხის გამოყენება შესაძლებელია ყველგან: სახეზე, თვალზე და ყელზე.

საცხში შემავალი კომპონენტები შეიწოვება კანის უჯრედებში, აჯერებს მათ ჟანგბადითა და კოლაგენით. აქტიურდება უჯრედების მუშაობა და კანი შიგნიდან იწყებს გაახალგაზრდავებას. ქრება ნაოჭები, წრეები და ტომრები თვალების ქვეშ, პიგმენტური ლაქები და დაბერების სხვა ნიშნები. საცხის დატანის შემდეგ ეფექტი უცებ შესამჩნევია – კანი უფრო მკვრივი ხდება, ტენიანდება, ერთიან ფერს ღებულობს და მშვიდდება. ეფექტი გრძელდება 24 საათის განმავლობაში. ყოველდღიური გამოყენებისას ამოქმედდება უნივერსალური გამაახალგაზრდავებელი კომპონენტების დაგროვებადი ეფექტი და გარკვეული დროის შემდეგ შეამჩნევთ კანის რადიკალურ ცვლილებებს. ამაღლდება კანის ტურგორი და თქვენი კანი გაბრწყინდება. ასეთი ეფექტი მხოლოდ განუწყვეტელი მოხმარების შემდეგ დგება.

კოსმეტიკური ბრენდი IZOSIA აწარმოებს ხუთი სახეობის საცხს ყველა ტიპის კანისა და ასაკისათვის: ჟოჟობა, ავოკადო, არგანი, ატამი და ანტი-აკნე.