მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > დაიმახსოვრე

დაიმახსოვრე

შპს ჯეო თოიზ 2015 წელს დაფუძნდა ახალგაზრდა ენთუზიასტების მიერ. ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული ჯანსაღი და უნიკალური ქართული ხის სათამაშოები უკვე ერთ წელია ქსელში იყიდება და ჩვენს ბავშვების ანალიტიკურ, მოტორიკულ, მეხსიერების, კოგნიტიურ და ვიზუალურ-სივრცითი აღქმის უნარებს ავითარებს.

დაიმახსოვრე – მეხსიერებისა და კოგნიტიური უნარების სავარჯიშოა. 20 ფიგურაზე სხვადასხვა სახის სურათების დატანა შეიძლება. თამაშის იდეა ასეთია: შეცვლი განლაგებას და ბავშვმა უნდა აღმოაჩინოს თუ რა შეიცვალა. შეიძლება დაეწეროს ციფრები, ცხოველები, ხილი, ბოსტნეული და ა.შ. შეიძლება დამზადდეს სპეციალური შეკვეთითაც.

სათამაშოს შეძენა შეიძლება როგორც შეკვეთით, ასევე ბიბლუსის ქსელში. ბიბლუსშივე შეგიძლიათ შპს „ჯეო თოიზ“-ის მიერ შექმნილი 10-მდე სხვა სათამაშოს შეძენაც.