მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > გურიელი კლასიკური

გურიელი კლასიკური

ჭავჭავაძის 55, თბილისი 0162, საქართველო
+995 32 22 63 20
feedback@geoplant.ge
http://gurieli.ge

კომპანია „გეოპლანტი“ 1996 წელს დაფუძნდა. კომპანია ფლობს 330 ჰა ჩაის პლანტაციას, ორ პირველადი გადამუშავების და ორ დასაფასოებელ საწარმოს, რომლებიც აღჭურვილია ჩაის გადამუშავების და დაფასოების უახლესი ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით IMA (იტალია), Fuso (იაპონია), Marden Edwards (დიდი ბრიტანეთი), T&I Global (ინდოეთი). 2014 წელს კომპანიამ დანერგა სურსათის უვნებლობის სისტემა HACCP. 2016 წელს კომპანიამ დანერგა ISO 22000:2005.

გამორჩეული, ბუნებრივი არომატი მნიშვნელოვანია ყველასთვის. ამიტომაც, ქართულ ჩაიზე დიდია მოთხოვნა საზღვარგარეთ და მისი ექსპორტი 1885 წლიდან ხორციელდება. საბოლოოდ, “გურიელი კლასიკის”-ს სახელით, ეს ჩაი ხელმისაწვდომი გახდა მის სამშობლოშიც, თქვენთვის სიამოვნების მოსანიჭებლად.

ჩვენი მაღალხარისხიანი ჩაი მოყვანილია დასავლეთ საქართველოს მთიანეთში პესტიციდების გარეშე, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. ჩაის ნორჩი ყლორტები ხელით იკრიფება, ყურადღებით მუშავდება ყოველგვარი ემულგატორების, საღებავების გარეშე და მაღალხარისხიან უცხოურ ჩაისთან ერთად კუპაჟდება. ისიამოვნეთ “გურიელი კლასიკი”-ს ბუნებრივად გამორჩეული თვისებებით!

გურიელი კლასიკური – დაბადებულია საქართველოში!