მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > გრინპაკი

გრინპაკი

დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, ნაკვ. 14/579, თბილისი, საქართველო
+ 995 599 129 707, +995 32 247 71 69
info@greenpack.ge
http://greenpack.ge

შპს გრინპაკი 2014 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც შესაფუთ მასალებს ეკოლოგიურად სუფთა და გარემოსთვის უვნებელი ნედლეულისგან აწარმოებს. სახელმწიფო პროგრამაში “აწარმოე საქართველოში” ჩართვის შედეგად წარმოებამ სწრაფი განვითარება დაიწყო: ამაღლდა წარმოებული შესაფუთი მასალების ხარისხი და გაიზარდა მომხმარებლების რაოდენობა.

შესაფუთი პროდუქციის წარმოების ინდუსტრიაში ყველაზე მაღალი თამასაა პროდუქციის ისეთი ინგრედიენტებისაგან დამზადება, რომლებიც უვნებელია, მალე იხრწნება და გარემოს არ აბინძურებს. სწორე ასეთი “მწვანე” პროდუქციის წარმოებაზე გააკეთა თავიდანვე აქცენტი კომპანიამ. სწორედ ამიტომ დაერქვა ბრენდს “გრინპაკი – GreenPack”. ეს იდეა ბოლომდეა ასახული სახელწოდებაში, კომპანიის ლოგოშიც და მის საქმიანობაშიც. გრინპაკი უფრთხილდება გარემოს და გთავაზობთ გარემოსთან სრულ ჰარმონიაში მყოფ შესაფუთ მასალებს.