მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > გრინპაკი, შპს

გრინპაკი, შპს

დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, ნაკვ. 14/579, თბილისი, საქართველო
+ 995 599 129 707, +995 32 247 71 69
info@greenpack.ge
http://greenpack.ge

შპს გრინპაკი 2014 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიებისათვის საჭირო შესაფუთ მასალებს ეკოლოგიურად სუფთა და გარემოსთვის უვნებელი ნედლეულისგან აწარმოებს. წარმოებამ სწრაფი განვითარება სახელმწიფო პროგრამაში “აწარმოე საქართველოში” ჩართვის შედეგად დაიწყო. შედეგად ამაღლდა წარმოებული შესაფუთი მასალების ხარისხი და გაიზარდა მომხმარებლების რაოდენობა.

წარმოების მიმართულებებია:
• ქაღალდისაგან კვების მრეწველობისათვის საჭირო ერთჯერადი მოხმარების შესაფუთი პროდუქციის წარმოება;
• არამოქსოვადი ქსოვილის ჩანთებისა და შესაფუთი პროდუქციის წარმოება;
• თერმული დამუშავების ქაღალდის წარმოება;

წარმოებული პროდუქციის ჩამონათვალი (ბრენდირებული/არაბრენდირებული):
• სხვადასხვა ზომისა და ფორმის ქაღალდის პაკეტები (როგორც ფანჯრით ასევე, ფანჯრის გარეშე)
• სხვადასხვა ზომისა და ფორმის ლამინირებული ქაღალდის პაკეტები (როგორც ფანჯრით ასევე, ფანჯრის გარეშე)
• ქაღალდის ფურცლები – შესაფუთი, დასაფენი, საცხობი (სილიკონით)
• ერთჯერადი მოხმარების ქაღალდის ჭიქები ცივი და ცხელი სასმელებისათვის (4oz. 6oz. 8oz. 12oz. 16oz. 22oz.)
• ერთჯერადი მოხმარების ქაღალდის „ლანჩბოქსები“
• ნამცხვრის („მაფინი“) მაფორმირებელი ქაღალდის ჭიქები
• ფქვილის დასაფასოებელი (ოთხკუთხედ ძირიანი) ქაღალდის პაკეტები (ერთ ფენიანი, ორ ფენიანი)
• ქაღალდის ჩანთები (ოთხკუთხედ ძირიანი, სახელურით, სახელურის გარეშე)
• სალარო აპარატის, ბანკომატის, ტერმინალის და ა.შ. თერმული ქაღალდის რგოლები
• არამოქსოვადი მასალის სავაჭრო/სასაჩუქრე ჩანთები
• ბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკები