მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > გრეიფი, შპს

გრეიფი, შპს

ნუშის 7, 0178 თბილისი, საქართველო
+995 577 61 34 08, +995 593 58 38 20
grape.geo@gmail.com
FB / თათარა

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

შპს “გრეიფი” დაარსდა 2015 წლის ბოლოს და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს აგრო მრეწველობა, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავება და წარმოება. კომპანიის პირველი პროდუქტია ქართული ტრადიციული რეცეპტით დამზადებული ტკბილეული “თათარა”. მისი წარმოება დაიწყო 2016 წლის დასაწყისში და აქტიურად ვითარდება ბაზრის მოთხოვნის მიხედვით.

2017 წელს საწარმომ წარმატებით გაიარა შემოწმება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი მოთხოვნების მიხედვით და მიენიჭა შესაბამისობის სერტიფიკატი. ნაწარმი განკუთვნილია, როგორც ადგილობივი, ასევე საექსპორტო ბაზრებისთვის. დღეისათვის ექსპორტი ხორციელდება ევროპის (გერმანია, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ესტონეთი, უკრაინა), ისრაელის და რუსეთის ბაზრებზე.

პროდუქტი წარმოადგენს ტრადიციული და ცნობილი ტკბილეულის – “თათარა”-ს ახლებური (ინოვაციური) ფორმებით წარმოებას, რომელიც მოთავსებულია თანამედროვე სტანდარტების შეფუთვაში.
თეთრი თათარა მზადდება რქაწითელის ყურძნის წვენით, ხოლო წითელი – საფერავის ყურძნის წვენით. პროდუქტი მზადდება შაქრის დამატების გარეშე და არ შეიცავს კოსერვანტებს ან სხვა დანამატებს. თავად პროდუქტი ფორმით ძალიან წააგავს ბუნებრივ ანალოგს (ნიგვზის, თხილის ან ნუშის ნაჭუჭს, გოგრას, მტევანს), რომელშიც მოთავსებულია შესაბამისი ნაყოფი. დაგემილია თათარა მზესუმზირით, ფისტით და სხვადასხვა ჩირით წარმოება.

ბრენდი “თათარა” აერთიანებს შემდეგ სახეობებს:

თათარა მოხალული ნიგვზით
თათარა მოხალული თხილით
თათარა მოხალული ნუშით
თათარა გოგრის გულით
თათარა ქიშმიშით
თათარა ასორტი

ყოველ შეფუთვაში პროდუქცია განთავსებულია ორ ფენად. ასევე, შეფუთვაშია ორი ცალი ხის ჩხირიც (ასორტის შემთხვევაში ოთხი), რომელთა მეშვეობით შეგიძლიათ მოხერხებულად მირთმევა. თათარა, დამოუკიდებლად მირთმევის გარდა, შესანიშნავი მისაყოლებელია თითქმის ყველა სახის ალკოჰოლზე: ვისკი, კონიაკი, ღვინო, არაყი. როგორც ტკბილეული, თათარა ასევე შეგიძლიათ მიირთვათ ჩაისთან და ყავასთან.

მოკლე ისტორია

მევენახეობისა და მეღვინეობის ქვეყანაში ყურძნისგან ღვინის დამზადების პარალელურად, თათარის და ჩურჩხელის (ყურძნის წვენი, ხორბლის ფქვილი და სხვადასხვა თხილეული) დამზადებასაც დიდი ხნის ისტორია და ტრადიცია აქვს.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნით დათარიღებული სამარხების არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნია თიხის ფირფიტები, რომლებზეც თათარას დამზადების სცენებია ასახული და თიხის სპეციალური ჭურჭელი, რომელშიც ძველი ქართველები თათარას/ჩურჩხელას ინახავდნენ. ეს პროდუქტი ერთ-ერთი მთავარი საგზალი იყო ქართველი მეომრების თუ მწყემსებისთვის. მას დღესაც განსაკუთრებული ადგილი უკავია მთიელ მწყემსთა და მოგზაურთა აბგაში, რადგან ის დიდი ხნით ინახება სპეციალური პირობების გარეშე.

სასარგებლო თვისებები

გარდა იმისა, რომ თათარა წარმოადგენს ენერგიის წყაროს, ის ასევე, შეიძლება განვიხილოთ როგორც:

ანტიდეპრესანტი – დიახ, არ გაგიკვირდეთ! პროდუქტს მკვეთრად გამოხატული ანტიდეპრესიული თვისება აქვს. კარგად ნახარში ყურძნის წვენი, რომლისგანაც თათარა მზადდება, დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ენერგიულად გამოდევნიან ორგანიზმიდან მომწამვლელ ნივთიერებებს და წიდებს.

ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელი – დიდხანს ნადუღ ბადაგს კარგად გამოხატული შარდმდენი თვისება აქვს – ორგანიზმიდან აქტიურად გამოდევნის ჭარბ სითხეს. იგი შეიცავს ორგანულ მჟავებს, მიკრო და მაკრო ელემენტებს, კალიუმს, ფოსფორს, რკინას და მაგნიუმს. ავსებს ორგანიზმს ამ ნივთიერებებით და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის იმ რგოლის ფუნქციათა გაუმჯობესებას, რომელთა მარეგულირებლებიც ეს ელემენტებია.

გულის კუნთის მკვებავი – კალიუმით მდიდარი თათარა გულისკუნთს შესანიშნავად კვებავს.

სისხლის წარმოქმნის ხელშემწყობი – ბადაგი და ნიგოზი აწესრიგებს მჟავა-ტუტოვან ბალანსს ორგანიზმში, ამიტომ დადებითად მოქმედებს სისხლისწარმომქმნელ ორგანოებზე (ძვლისტვინსა და ელენთაზე) და ზოგადად სისხლწარმოქმნის პროცესებზე. ამიტომ ურჩევენ ექიმები ანემიურ პაციენტებს, მიირთვან ყურძნის წვენი, თათარა.

გონებრივი აქტივატორი – თათარას განსაკუთრებულ თვისებებს სძენს ნიგოზი (ნუში, თხილი და სხვა შიგთავსი), რომელიც მეცნიერებმა ტვინის საყვარელ საკვებად აღიარეს. ასევე, ყურძნის ძლიერნახარში წვენისგან მომზადებული თათარა უძილობის ბუნებრივი წამალიცაა.