ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ადგილობრივი საწარმო > გერმანელი ყასაბი – #ესპროდუქციაჩვენია

გერმანელი ყასაბი – #ესპროდუქციაჩვენია

🏭 დღეს ხორცპროდუქტების საწარმოში ვართ ️🎉️🎉️🎉

ეს “გერმანელი ყასაბი”-ს წარმოებაა და აქ უგემრიელესი ნაწარმი მზადდება. ებერბახი გაგისინჯავთ?

ISO:22000 სერტიფიცირებული შპს “გერმანელი ყასაბი 2010” ქართველი და უცხოელი ტექნოლოგების მიერ 2010 წელს დაარსებული კომპანიაა, რომელიც 20-ზე მეტი დასახელების 100%-ით ნატურალური უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებით ამარაგებს მთელს საქართველოს. დღეს ვეწვიეთ წარმოებას. კი მართალია FB Live ვერ ჩავწერეთ ინტერნეტ შეერთების სირთულეების გამო, სამაგიეროდ ეს უწყვეტი ვიდეო გადავიღეთ 🙂

ნუ დაიშურებთ კომენტარებს 🙂

#ესპროდუქციაჩვენია

#ქართულიადაკარგია