მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > გეოპლანტი, შპს

გეოპლანტი, შპს

ჭავჭავაძის 55, თბილისი 0162, საქართველო
+995 32 22 63 20
feedback@geoplant.ge
http://gurieli.ge

კომპანია „გეოპლანტი“ 1996 წელს დაფუძნდა. საქმიანობის ძირითადი მიმართულება იყო სანედლეულო ჩაის წარმოება. კომპანია ფლობს 330 ჰა ჩაის პლანტაციას, ორ პირველადი გადამუშავების და ორ დასაფასოებელ საწარმოს, რომლებიც აღჭურვილია ჩაის გადამუშავების და დაფასოების უახლესი ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით IMA (იტალია), Fuso (იაპონია), Marden Edwards (დიდი ბრიტანეთი), T&I Global (ინდოეთი). 2014 წელს კომპანიამ დანერგა სურსათის უვნებლობის სისტემა HACCP. 2016 წელს კომპანიამ დანერგა ISO 22000:2005.

ჩაის ქართული ბრენდის „გურიელის“ იდეა 2008 წელს დაიბადა. ორი წლიანი ინტენსიური მუშაობა აქციონერებთან, წარმოების მენეჯერებთან, ფერმერებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან, მთავრობასთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და მარკეტინგულ კომპანიებთან წარმატებით დაგვირგვინდა. 2010 წელი შემობრუნების წერტილი გახდა არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ მთლიანად ჩაის ინდუსტრიისთვის საქართველოში. ამ წელს ჩაის ქართული ბრენდი „გურიელი“ პირველად წარსდგა ქართულ ბაზარზე. ჩვენ ვაწარმოებთ უდიდესი საექსპორტო პოტენციალის მქონე, უმაღლესი ხარისხის ჩაის. ყველა ჩვენ პროდუქტს აქვს გამორჩეული გემო და არომატი, რომელიც ქართველი სპეციალისტების მიერ იქმნება.

ექსკლუზიური დიზაინი და შეფუთვა შექმნილია მსოფლიოში ცნობილი მარკეტინგული კომპანია Ogilvy & Mother (დიდი ბრიტანეთი) მიერ.

კომპანიის პარტნიორები არიან Plantextract, Martin Bauer (გერმანია), Van Rees (ნიდერლანდები), Fozzy Group (უკრაინა), Glatfilter GmbH (გერმანია), Purico GmbH (გერმანია), Kölle Etiketten GmbH (გერმანია), Drahtwerk Elisental GmbH (გერმანია), Zwirnerei a.d. (გერმანია), Wutach GmbH (გერმანია), EIGENart by Brüssel Steel GmbH (გერმანია).

კომპანია „გეოპლანტი“ და ბრენდი „გურიელი“ არაერთი ჯილდოს მფლობელია. 2010 წლიდან „გურიელი“ სახელდება ოქროს ბრენდად საქართველოში, 2013 წლიდან „გეოპლანტი“ ყოველწლიურად ხდება ბიზნეს ეროვნული ჯილდოს მფლობელი.

დღეისათვის ჩაის ქართული ბრენდი „გურიელი“ აერთიანებს რამდენიმე ხაზს: პრინცი გურიელი, გურიელი კლასიკური, გურიელი ხილის ჩაი, გურიელი მცენარეული.