მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > გარია

გარია

ა. მირცხულავას 2/45, თბილისი 0129, საქართველო
+ 995 551 343 642
info@garia.ge
http://garia.ge

შპს “გარია” ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც საქართველოში აწარმოებს დაფნის ფოთოლს, აჯიკას, ძირტკბილას და მრავალ სხვა ადგილობრივ ტრადიციულ და საერთაშორისო სოუსებს და სანელებლებს. კომპანიის განვითარება ეფუძნება წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მყარ კონტაქტებს როგორც ჯანსაღი ნედლეულის მწარმოებლებთან საქართველოში, ასევე საიმედო პარტნიორებთან საზღვარგარეთ.

“გარია” სანელებლების და სოუსების ქართული ბრენდია.

ბრენდი შეიქმნა იმ რწმენაზე დაყრდნობით, რომ კომპანიამ აუცილებლად უნდა მოიპოვოს როგორც საბოლოო მომხმარებლის, ასევე უცხოელი პარტნიორების ნდობა.

სასაქონლო ნიშანი „გარია“ ქართული რამოდენიმე ემოციური წამოძახილის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. გარდა ამისა მოწოდებაა შევკაზმოთ კერძი ნატურალური დანამატებით და ვისიამოვნოთ მიღებული არომატით. სასაქონლო ნიშანი ემოციური და პრაქტიკული გამოხატულების გარდა სხვა მარკეტინგულ პოტენციალსაც ფლობს.