მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ანალიტიკა > უბრალოდ დასანანია, როცა ემიგრანტების გამორიცხული მილიარდები ასე „იწვიან ცეცხლში“

უბრალოდ დასანანია, როცა ემიგრანტების გამორიცხული მილიარდები ასე „იწვიან ცეცხლში“

არ მოგეწონებათ ეს შესავალი, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ …

პირველი, რაც ძალიან კარგად უნდა იცოდეთ არის თუ რამდენია საქართველოში თქვენი – ემიგრანტების მიერ გადმორიცხული ფულის ოდენობა (წყარო – ეროვნული ბანკი). აი ბოლო 10 წლის მონაცემები:

2008 – 1 მილიარდი USD
2009 – 0,84 მილიარდი USD
2010 – 1,05 მილიარდი USD
2011 – 1,27 მილიარდი USD
2012 – 1,33 მილიარდი USD
2013 – 1,48 მილიარდი USD
2014 – 1,44 მილიარდი USD
2015 – 1,08 მილიარდი USD
2016 –  1,15 მილიარდი USD
2017 წლის პირველი 10 თვე – 1,12  მილიარდი USD

ცნობისათვის, წელიწადში (ბოლო წელს) ექსპორტს უკვე შემოაქვს 2 მილიარდ USD-ზე მეტი, ტურიზმსაც შემოაქვს 2 მილიარდ USD-ზე მეტი, ინვესტიციები შემოდის 1 მილიარდ USD-ზე მეტი. სწორედ ექსპორტი, ტურიზმი, ინვესტიციები და გადმორიცხვებია ქვეყანაში შემოსავლების მთავარი არხები;

მეორე, რაც ასევე კარგად უნდა გესმოდეთ არის ის, რომ თქვენი შრომით, გარჯით და დიდი მსხვერპლის ფასად გამოგზავნილი ფულის დიდ ნაწილს თქვენი ახლობლების დიდი ნაწილი საქართველოში „ცეცხლს ატანენ“. იცით როგორ? იმ ფულის დიდ ნაწილს იმპორტულ ნაწარმში ხარჯავენ. ეს კი ნიშნავს, რომ თქვენი ნაშოვნი ფული ისევ საზღვარგარეთ გადის. საერთო ჯამში ჩვენ ქვეყანას ყოველწლიური „დრენაჟი“, ანუ ქვეყნიდან გადინებული თანხა გვაქვს 5 მილიარდ USD-ზე მეტი (სავაჭრო დეფიციტი) და ეს ნამდვილად მომაკვდინებელი სიმსივნე გვჭირს ბოლო 15 წელია!

მესამე, რაც ასევე უნდა იცოდეთ, რომ თუ თქვენს ახლობლებს მოთხოვთ / შეახსენებთ / უჯიკებთ თქვენი ფული ქართულ ნაწარმში დახარჯოს, თქვენ დამატებით ხელს შეუწყობთ მოსახლეობის დასაქმებას, ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერებას და ქვეყნის წინსვლას. და თქვენი გადმორიცხული ფული მართლა დარჩება ქვეყანაში.

თორემ ადრე თუ გვიან დაბრუნდებით საქართველში და ისეთივე დაჩაჩანაკებული ქვეყანა დაგხვდებათ, რომელიც დატოვეთ და რომელსაც უშუალოდ თქვენი მოვლის თავი აღარ ექნება! ვწუხვარ ამის დაწერა რომ მიწევს, მაგრამ ასეა ეს!

ჩვენ – მოძრაობა KAR.GE მიზნად ვისახავთ ქართული ხარისხიანი ნაწარმის ცნობადობის, გაყიდვების და ექსპორტის ზრდას სწორედ იმიტომ, რომ ქვეყანაში მეტი ფული დარჩეს. რატომ? იმიტომ რომ ეს მართლა ყველაზე რეალური გზაა, რომ დოვლათი დარჩეს ქვეყანაში. გთავაზობთ კონკრეტულ გამოსავალს – აუცილებლად ჩაერთეთ ჩვენი ინიციატივით და ძალიან ბევრი ადამიანის ძალისხმევით 2017 წლის 1 დეკემბერს დაწყებული დიდ გამოწვევაში.

მნიშვნელობა არ აქვს სად ხართ,

2017 წლის 1 დეკემბერს ჩვენთან ერთად იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად. გაზიარებისას ყველანი ვიყენებთ ჰეშტეგებს – #30დღიანიგამოწვევა, #მევყიდულობქართულს და #ძალაერთობაშია. გამოწვევის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ! გამოწვევა 30 დღე გაგრძელდება და გარწმუნებთ, შედეგით იამაყებთ!

ემიგრანტები, როგორ უნდა ჩაერთოთ გამოწვევაში კონკრეტულად?

  1. სადაც არ უნდა იყოთ, მოიძიეთ ქართული რესტორანი სადაც შეძლებთ საქართველოში წარმოებული პროდუქციის შეძენას. ეს ყველაზე ადვილი გზა ჩანს, ვინაიდან ვიდეოს როცა ჩაწერთ რესტორანსაც წარმოაჩენთ, პროდუქტსაც და ძალიან მაგარ საქმეს გააკეთებთ;
  2. თუ რესტორანი არ არის სიახლოვეში, მოიძიეთ რუსული მარკეტების ქსელი, სადაც უეჭველი იქნება რამე ქართული წარმომავლობის. ოღონდ ნამაიმუნარიც ბევრია მანდ და ფრთხილად;
  3. თუ არაფერი საშუალება არ არის, მაშინ გააკეთეთ ასე: თქვენს მიერ გამოგზავნილი ფულიდან სთხოვეთ აქაურებს, საქართველოში მყოფ თქვენს ნათესავებს, რომ კონკრეტული თანხა თქვენს სახელზე დახარჯონ ქართულ ნაწარმში;

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე

კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: “მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!”