მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > პროდუქცია > გაიცანით სოციალური საწარმო „ბაბალე“ და მისი პროდუქცია

გაიცანით სოციალური საწარმო „ბაბალე“ და მისი პროდუქცია

რა არის სოციალური საწარმო?
რატომ შეიქმნა სოციალური საწარმო ბაბალე?
ვინ არის დასაქმებული და რას ქმნიან ეს ადამიანები?

სოციალური საწარმო არის ორგანიზაცია, რომელსაც უპირველეს ყოვლისა სოციალური მიზნები აქვს. მაგალითად შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანების დასაქმება, მაგალითად მიღებული შემოსავლით გარემოზე ზრუნვა და ა.შ.. მოგეხსენებათ სოციალური მიზანი მრავალი შეიძლება იყოს. თემა უცხო არავისთვის არაა, ამ ქვეყანაში ხომ ბევრი სოციალურად შეჭირვებული ადამიანია, რომელთაც დახმარება სჭირდება. მაგრამ, ერთია უბრალოდ „დაეხმარო“, დავუშვათ ფული მისცე, ანუ თევზი მისცე; სულ სხვაა ანკესი მისცე და თევზაობა ასწავლო. მე ყოველთვის იმის მომხრე ვარ, რომ ვიყიდო და იმ ადამიანმა თავისი შრომით მიიღოს შემოსავალი [თვით რეალიზდება, უფრო დააფასებს]. დამეთანხმებით ალბათ …

სოციალური საწარმო ბაბალე სპეციალური საჭიროებების მქონე მოზარდების ჩართულობით ქართულ პროდუქციას ამზადებს. ეწვიეთ Facebook გვერდს და დარწმუნდებით თუ რამდენი სხვადასხვა სახის პროდუქციის დამზადება შეუძლიათ მათ. გაიცანით ბაბალეს პროდუქცია და როცა დაგჭირდებათ მათ შეუკვეთეთ.

აი თქვენ 3 სოლიდური მიზეზი, რომ იყიდოთ სოციალური საწარმოსგან:

1) პრაქტიკულად აფინანსებ გარემოს, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ და თვით რეალიზებას ახდენენ, აფინანსებ სოციალური საწარმოს, მათ “სახლს”;
2) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ითვისებენ და ივითარებენ საჭირო უნარებს, ცხოვრებისეულ უნარებს, რითაც რეალურად ირჩენენ თავს;
3) სოციალური საწარმო არ არის ტიპიური ბიზნესი, სადაც შეიძლება ვინმემ მოგება „სახლში წაიღოს“. მთელი შემოსავალი ხმარდება სოციალურ მიზნებს. ესაა იდეა, რაშიც თქვენ რეალურ ინვესტიციას ახდენთ თქვენი ფულის დახარჯვით;
დაიმახსოვრეთ, სოციალური საწარმოსთვის შეკვეთა არ არის ჩვეულებრივი შეკვეთა.

გაიცანით ბაბალე ამ ვიდეოებიდან:

აი ბაბალეს მიერ შექმნილი პროდუქციის ნიმუშები:

შეკვეთის გასაფორმებლად ინებეთ Facebook გვერდი და ტელეფონები: 597 11 09 35, 599 32 01 42

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"