მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ბურმე
ბურმე

ბურმე

ბურმე – ცნობილია ბორეგის სახელწოდებითაც, წარმოდგენილია ნიგვზით სავსე, რულეტის ფორმის ცომის ფენებით. ბაქლავისგან განსხვავებით, შედარებით მშრალია და უფრო სქელი ფენები აქვს. იწარმოება ბრენდი – „კოკლოზინა“-ს სავაჭრო ნიშნით.

ბრენდმა “კოკლოზინა”-მ ქართულ ბაზარზე ფუნქციონირება 2015 წლის ზაფხულში დაიწყო. წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის პროდუქციით დამზადებული ტკბილეულით, რომელიც არ შეიცავს გმო-ს, არომატიზატორებს, კოსნერვანტებს, საღებავებსა და სხვა ქიმიურ დანამატებს. ასე, რომ თამამად შეგიძლიათ დააგემოვნოთ თქვენც და თქვენმა პატარებმაც. „კოკლოზინა“-ს ტკბილეული ნამდვილად გახდება საყვარელი და შეუცვლელი ნუგბარი. ასორტიმენტის მთავარი მშვენება, აჭარული ბაქლავაა. საოჯახო ბიზნესის უძღვება ბნ. მურმან გორგოშაძე.

პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ ბათუმში ორ მისამართზე – აბუსერიძის ქ. N1 და ზ. გამსახურდიას ქ. N19. მაღაზიაში წარმოდგენილი მცირე ეთნოგრაფიული კუთხე, საშუალებას მოგცემთ მოიწყოთ მინი ექსკურსია, წარმოსახვით იმოგზაუროთ დროში და გაიგოთ, საუკუნეების წინ რა ჭურჭლითა და მეთოდებით მზადდებოდა ტრადიციული აჭარული ბაქლავა.

მიიღება შეკვეთები სადღესასწაულო და საქორწილო სუფრებისთვის, ფურშეტებისა თუ წვეულებებისთვის. ფართოვდება სადისტრიბუციო ქსელი.