მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > პროდუქცია > ბრწყინვალე ფინალური დღე – დღე #30, 30 დღიანი გამოწვევა
ბრწყინვალე ფინალური დღე - დღე #30, 30 დღიანი გამოწვევა

ბრწყინვალე ფინალური დღე – დღე #30, 30 დღიანი გამოწვევა

უდიდესი მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც ჩვენს საერთო ინიციატივაში – 30 დღიან გამოწვევაში მიიღო მონაწილეობა და თუნდაც ერთი ქართული პროდუქტის სურათი განათავსა მოძრაობა kar.ge-ს Facebook გვერდზე. განსაკუთრებული მადლობა კი იმ ადამიანებს, ვინც ბოლომდე პირნათლად შეასრულა ყველა დღის ამოცანა. ჩვენ დიდი საქმე გავაკეთეთ.

ასევე უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა ახალგაზრდებს, რომელთაც იდეა მომაწოდეს და ერთობლივად არა მარტო ქართული პროდუქტი ვიყიდე და 30 დღიანი გამოწვევის 30-ე პროდუქტი [ამ შემთხვევაში პროდუქტები] დავდე, არამედ კეთილი საქმეც გავაკეთეთ და ეს ასე მოხდა … შედეგად კი დღეს ექვსი 2 ლიტრიანი ლიმონათი ხილიანი, ქართული ჩიფსი FRIXX სამივე არომატით, FRIXX მარილიანი პოპკორნი და კარამელის პოპკორნი, შავი ჩაი ჩვენებურისგან მე პირადად შევმატე საერთო საქმეს. ეს სურათი დაახლოებით 5 საათისთვისაა გადაღებული. დარწმუნებული ვარ 6 დიდი ურიკა მაინც გაივსება ქართული პროდუქტებით.

ახალგაზრდები მუშაობდნენ ასეთი სისტემით: გუდვილში შესულ მყიდველებს აწვდიდნენ ინფორმაციას, რომ მიმდინარეობს აქცია და თუ სურვილი ექნებოდათ შეეძლოთ რამე ქართული წარმოების ეყიდათ და საერთო საქმისთვის შეემატებინათ. და ამან იმუშავა … რა მარტივი იდეა სჭირდება ხანდახან საქმის გაკეთებას …

აქეთ-იქით სიარულში ასევე გადავაწყდი ძალიან მაგარ ადამიანს – გიორგი მაისურაძეს, რომელიც კოოპერატივს ხელმძღვანელობს და მეფუტკრეობის პროდუქტებს აწარმოებს. როგორც კი იქ ყოფნის მიზეზი ვუთხარი, მაშინვე 10 კილოგრამი თაფლით გადაწყვიტა საერთო საქმეში ჩართვა. დიდი მადლობა გიორგი!

სტუდენტებისგან სურათებს ველი და როგორც კი ბავშვებთან ამ ყველაფერს მიიტანენ, მაშინვე შემაჯამებელ კოლაჟს დავდებ kar.ge-ზე.

დღეს 30 დღიანი გამოწვევის ბოლო დღეა. რა იქნება შემდეგ?

ოოო, ეს საქმე უნდა დავასველოთ მეგობრებო. რას იტყვით?

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"