მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > თათარა
ბრენდი თათარა

თათარა

თათარაშპს გრეიფის პირველ საპროდუქციო ბრენდს წარმოდგეს. ბრენდის დასახელებად აღნიშნული ტკბილეულის სახელი შეირჩა იმ მიზეზით, რომ ის უკვე კარგადაა ცნობილი ხალხში და ეს სახელწოდება გარკვეულწილად მეტყველებს მის შემადგენლობაზე. ლოგოს თუ დააკვირდებით აშკარად დაინახავთ თხილის, ნუშის, ყურძნის და სხვა ფიგურებს.

აღნიშნული ბრენდის დასახელებით იწარმოება უგემრიელესი ტკბილეული:

  • თათარა მოხალული ნიგვზით;
  • თათარა მოხალული თხილით;
  • თათარა მოხალული ნუშით;
  • თათარა მოხალული მიწის თხილით;
  • თათარა ქიშმიშით;
  • თათარა ასორტი;

თავად შპს გრეიფი დაარსდა 2015 წლის დეკემბერში და მის ძირითად საქმიანობას აგრო მრეწველობა, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავება და წარმოება წარმოადგენს.