მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ბორჯომი

ბორჯომი

დ. აღმაშენებლის გამზ. 80, 0102 თბილისი, საქართველო
+995 32 2 484 484
http://ids-borjomi.com

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International-ის შემადგენელი ნაწილია, რომელიც დსთ-სა და ბალტიისპირეთის მასშტაბით ბაზრის ლიდერი კომპანიაა ბუტილირებული ნატურალური მინერალური წყლების სეგმენტში. კომპანია IDS ბორჯომი საქართველო ქართული მინერალური წყლების ბაზრის უპირობო ლიდერია, როგორც წარმოებული მინერალური წყლის მოცულობით, ასევე, წარმოებაში დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეებით. ბაზარზე კომპანია წარმოდგენილია 3 ბრენდით: “ბორჯომი”, “ლიკანი” და “ბაკურიანი”.

ნატურალური მინერალური წყალი “ბორჯომი” ვულკანური წარმოშობის უნიკალური მინერალური წყალია, რომელსაც ბუნების საჩუქარსაც კი ვუწოდებთ. ის 1500 მეტრის სიღრმიდან მოიპოვება, თუმცა გაცილებით უფრო ღრმად ფორმირდება, სწორედ მიწიდან ამოსვლის დროს ჯერდება წყალი უნიკალური მინერალებით. ვულკანური წარმოშობის მინერალების წყალობით „ბორჯომი“ არა მხოლოდ კლავს წყურვილს, არამედ ეფექტურად წმენდს ორგანიზმს, მოგაცილებთ სიმძიმის უსიამოვნო შეგრძნობას და გაგათავისუფლებთ ზედმეტისაგან.