მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ბლინი ყველით
ბლინი ყველით

ბლინი ყველით

შპს “სვეპი”-ს ისტორია 1996 წლიდან იწყება, როცა ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანებმა ნახევარფაბრიკატების პირველი პარტია აწარმოეს. მაშინ საქმეს საოჯახო ბიზნესის სახე ჰქონდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ბრენდი „სვეპი“ 2008 წელს შეიქმნა და დღემდე აჭარის რეგიონში, ძირითადად კი ქალაქ ბათუმში ახდენს პროდუქციის რეალიზაციას.

ფენები, რომელიც მზადდება უმაღლესი ხარისხის ფქვილით სპეციალური მეთოდით, რათა ბლინების ფენები გამოვიდეს თხელი და მიეცეს მას განუმეორებელი გემო, გულსართში მოთავსებულია ნამდვილი იმერული ყველი, ყოველგვარი დანამატების გარეშე. ბლინები გამოირჩევა განუმეორებელი გემოთი და არომატით. უგემრიელესი ბლინები ნამდვილად დაამშვენებს თქვენს სადღესასწაულო სუფრას.

შემადგენლობა: ფქვილი, იმერული ყველი, კვერცხი, ზეთი, მარილი.

მომზადების წესი: გაცხელებულ, ცხიმიან ტაფაზე მოათავსეთ გაყინული პროდუქტი და შეწვით 7-8 წუთის განმავლობაში.

ბლინი ყველით მზადდება მხოლოდ ნატურალური ნედლეულის გამოყენებით, წარმოებაში არ გამოიყენება იმპორტირებული ხორცი. ცომი მზადდება ექსტრა ხარისხის ადგილობრივი წარმოების ფქვილით, შემადგენლობაში არ არის არანაირი დანამატი, არ შეიცავს სოიოს, არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს, არ შეიცავს ქათმის ფარშს, არ არის გაჯერებული ხელოვნური ვიტამინებითა და ემულგატორებით.