მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ბლინი ბრინჯით და ტარხუნით

ბლინი ბრინჯით და ტარხუნით

მ. ქავთარაძის 11, თბილისი 0180, საქართველო
+ 995 32 269 55 50
contact@nikora.ge
http://nikora.ge

1998 წელს ქართული კაპიტალით დაფუძნებული “ნიკორა” დღეს უკვე ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, გაყინული საკონდიტრო ნაწარმის, ღვინის და სალათების საწარმოებს აერთიანებს, 4000-მდე ადამიანს ასაქმებს, 500-მდე დასახელების პროდუქციას აწარმოებს და 206 საკუთარ სავაჭრო ობიექტს ფლობს. საწარმოებში მრავალი წელია დანერგილია ხარისხის მართვის სისტემა ISO 9001:2008 და სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა ISO 22000:2005.

“მზარეული” “ნიკორა”-ს ჰოლდინგის ქვეშ შემავალი ნახევარფაბრიკატების ქართული ბრენდია. პროდუქცია მაქსიმალურადაა გაჯერებული იმ ვიტამინებითა და სასარგებლო ელემენტებით, რაც ნედლი პროდუქტისთვისაა დამახასიათებელი, რადგან მისი წარმოებისას გამოიყენება გაყინვის თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც მზა პროდუქციაში მაქსიმალურად უზრუნველყოფს საგემოვნო თვისებებისა და კვებითი ღირებულებების შენარჩუნებას.

ბლინი ბრინჯით და ტარხუნით “ნიკორა”-ს ჰოლდინგში შემავალი ბრენდი “მზარეული”-ს უგემრიელესი პროდუქტია. მისი შეძენა საქართველოს მასშტაბით ასობით სავაჭრო ობიექტშია შესაძლებელი. პროდუქტი თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ ISO სერტიფიცირებულ საწარმოში უმაღლესი ხარისხის ნედლეულისგან მზადდება.

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...