მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ბლითი

ბლითი

შპს „ემსიბი ჯორჯია“ მსოფლიოს უდიდესი სწრაფი კვების კომპანია “მაკდონალდსის” რესტორნების ქსელს პურ-ფუნთუშეული პროდუქციით ამარაგებს ამიერკავკასიის სამივე ქვეყანაში – საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. საწარმო 1999 წელს შეიქმნა და ფუნქციონირება დაიწყო ამერიკული კორპორაცია „EAST BALT Inc.”-თან პარტნიორობითა და მჭიდრო თანამშრომლობით. მანქანა-დანდგარების შეძენა მოხდა ამ დარგში ცნობილი ისეთი ფირმებისგან, როგორიცაა “Stewart Systems Inc.” (აშშ), “Sottoriva S.p.A.”,” Brevetti Gasparin S.p.A.”, “Zucceli S.p.A.”, “Rollmatic” (ყველა იტალია) და “Konig Machinnen Gmbh.” (ავსტრია), „Bakery Equipment PRI”, “Impac Engineering Ltd.” (ისრაელი) და სხვა. შპს „ემსიბი ჯორჯია“ ყოველწლიურად გადის ხარისხისა და პროდუქციის უსაფრთხოების აუდიტს, რომელსაც ატარებენ საერთაშორისო სერტიფიკაციის აუდიტორული კომპანიები: “AIB International და “Bureau Veritas”. კომპანია ბაზარზე ოპერირებს ბრენდით – BakeHouse.

ვანილის უნაზესი სურნელისა და საუცხოო გემოს მქონე ბლითი საყვარელი საუზმეა როგორც ბავშვებისათვის, ასევე უფროსებისთვის. ეგზოტიკური გემო უხდება ჩაისა და ყავას.

შემადგენლობა: ფქვილი პირველი ხარისხის, შაქრის ფხვნილი, დაწნეხილი საფუარი, მცენარეული ცხიმი, სუფრის მარილი, სასმელი წყალი, ცომის გამაუმჯობესებელი.
შენახვის ვადა: 5 დღე
წონა: 310 გრ.
რაოდენობა შეფუთვაში: 4 ცალი

კომპანიაში დანერგილია და მოქმედებს პროდუქტების უსაფრთხოების „რისკების ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების მართვის“ სისტემა HACCP.

პროდუქციის ასორტიმენტი შედგება სხვადასხვა სახის პროდუქტებისგან, როგორიცაა ჰამბურგერი, ამერიკული ბეგელი, ჰოთდოგის პური, ბრეტცელი, ბლითი, ვანილის მაფინი, ფორთოხლის მაფინი, მაფინი შოკოლადით, შოკოლადის მაფინი, რომლებითაც კომპანია ქსელურ და არაქსელურ სავაჭრო ობიექტებსაც ამარაგებს. დღეს BakeHouse-ის პროდუქციის შეძენა 500–მდე ასეთ ობიექტშია შესაძლებელი.