მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > “ბლაუენშტაინ საქართველო“-ს ფერმა და წარმოება

“ბლაუენშტაინ საქართველო“-ს ფერმა და წარმოება

აკ. წერეთლის გამზ. 67, თბილისი 0154, საქართველო
+995 32 243 44 88
+995 591 12 90 70
info@btq.ge
http://btq.ge

“ბლაუენშტაინ საქართველო” შვეიცარიულ-ქართული საინვესტიციო პროექტია, რომელსაც 2007 წელს ჩაეყარა საფუძველი. პროექტის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სათაო ფერმა. სწორედ აქ ხდება რეგიონის პირობებისთვის საუკეთესო ჯიშის საქონლის გამოყვანა და პარტნიორი ფერმების მომარაგება. სათაო ფერმა არის ერთგვარი ლაბორატორია მოწინავე შვეიცარიული გამოცდილების დანერგვისათვის.

სათაო ფერმაში დანერგილია საქონლის მოვლის ჰიგიენური ნორმების დაცვისა და დაავადებათა კონტროლის შვეიცარიული სტანდარტები, რომელსაც შვეიცარიელი მრჩევლები მეთვალყურეობენ, როგორც ადგილობრივად, ასევე დისტანციური მართვის მეშვეობით შვეიცარიიდან. სათაო ფერმასთან არსებულ ცენტრში ადგილობრივი ფერმერები შეისწავლიან ფერმის მართვას, საქონლის მოვლას, საძოვრების დამუშავებას და ა.შ.

ფერმაში ჩამოყალიბებულია აგრონომიული და ვეტერინარული სამსახურები, რომლებიც სამომავლოდ ფერმერებს მოემსახურება და პარტნიორ ფერმებში დანერგავენ შვეიცარიულ და ევროპულ სტანდარტებს.

სათაო ფერმაში სისტემატიურადაა ერთი შვეიცარიელი მეთვალყურე მაინც, რომელიც საველე სამუშაოებზეა პასუხისმგებელი და ზემოთ ჩამოთვლილ საქმეებს მეთვალყურეობს.

კომპანია “ბლაუენშტაინ საქართველო”-ს დღეისათვის 5 პარტნიორ ფერმასთან თანამშრომლობს.