მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ბლაუენშტაინ საქართველო

ბლაუენშტაინ საქართველო

აკ. წერეთლის გამზ. 67, თბილისი 0154, საქართველო
+995 32 243 44 88
+995 591 12 90 70
info@btq.ge
http://btq.ge

“ბლაუენშტაინ საქართველო” შვეიცარიულ-ქართული საინვესტიციო პროექტია, რომელსაც 2007 წელს ჩაეყარა საფუძველი და პირველ რიგში რეგიონის განვითარებას ისახავს მიზნად. კომპანია მოიცავს ფერმერულ მეურნეობას და წარმოებას რაჭის რეგიონში და საფირმო მაღაზიას თბილისში ა. წერეთლის 67-ში, სადაც მომხმარებელს საშუალებს აქვს სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული უმაღლესი კატეგორიის ხორცისგან დამზადებული ხორცპროდუქტები, მათ შორის “დამწიფებული ხორცი” შეიძინოს.

“ბლაუენშტაინ საქართველო” ქართული-შვეიცარიული ბრენდია, რომელიც ერთმანეთში აერთიანებს ტრადიციას და ხარისხს.

საქონლის მოშენება, ხორცპროდუქტებისა და რძის პროდუქტების დამზადება ადგილობრივი გლეხების მეთოდებზე დაყრდნობით და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით საშუალებას იძლევა მომხმარებელს შევთავაზოთ ორიგინალური გემოს მქონე ჯანსაღი საკვები პროდუქტი. საქონელი მოშენებულია ღია სივრცის მქონე ფერმებში, პირუტყვი ძოვს და თავისუფლად გადაადგილდება დიდ სავარგულებსა და საძოვრებზე; ფიზიკური აქტივობა ფასდაუდებელია საქონლის განვითარებისთვის და მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტია ბუნებრივი, ჯანსაღი მუსკულატურის ჩამოყალიბებისათვის.

ასეთი მიდგომის განხორციელების შედეგად მიიღება უდავოდ უმაღლესი ხარისხის ხორცი და რძის პროდუქტები, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ ის საუკეთესო გემო, როგორიც ძველად აგრერიგად ფასობდა.

ჩვენ გვსურს შევთავაზოთ სოფლის მაცხოვრებლებს გრძელვადიანი, ეკონომიკურად მომგებიანი საქმიანობა მათსავე კუთვნილ მიწაზე, რაც საშუალებას მისცემს სოფლის მოსახლეობას – არ მიატოვონ საკუთარი მიწა-წყალი. მათი საქმიანობა გარკვეულ წვლილს შეიტანს მათი რეგიონის განვითარებაში, ხოლო ზოგიერთ მათგანს სამომავლოდ ტურისტების მოზიდვის საქმეშიც დაეხმარება.

ჩვენი აქტივობების განვითარება გვსურს ეკოლოგიური ასპექტების გაზიარებითა და ბუნების პატივისცემით, გარემოს დაცვისა და მომავალ თაობებზე ზრუნვის პირობებში; ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროდუქცია თავისუფალია ქიმიკატებისა და მავნე ნივთიერებებისაგან, რომლებიც საქონლის ინდუსტრიული მოშენების თანმდევია; ჩვენს მიერ წარმოებული ხორცპროდუქტები თავისუფალია იმ ტოქსინებისაგან, რომლებიც გროვდება პირუტყვში ინდუსტრიულ სასაკლაოებზე საქონლისადმი ბრუტალური მოპყრობით გამოწვეული სტრესის გამო.

ჩვენ დიდად გვეამაყება ჩვენს მიერ ასე რიგიანად და გულმოდგინედ განხორციელებული საქმიანობა.