მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ბიო-მარგი, შპს

ბიო-მარგი, შპს

კომპანიის დასახელება: შპს ბიო-მარგი
მისამართი: ბაღდათის რაიონი, სოფელი დიმი
ვებსაიტი:
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/CHIRKOLADI
საკონტაქტო პირი: გოგი არწივიძე
ტელეფონი: 595 284 224
ელ.ფოსტა: arwividze@inbox.ru

ისტორია 2011 წელს დაიწყო, როცა ხილისა და ბოსტნეულის მოჭარბებულმა რაოდენობამ ბაღდათის რაიონში დაბადა იდეა შექმნილიყო მცირე გადამამუშავებელი საამქრო. მთავარი იდეა ხილის მოწეული მოსავლის პროდუქციად ქცევა იყო. კოოპერატივი დაარსდა 2011 წელს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის “ადამიანი გაჭირვებაში” -ს მეშვეობით. თავიდან დაიწყო ჩირის საცდელი პარტიების წარმოება, მაგალითად ხილის, ბოსტნეულის, კენკრისა და სამკურნალო ბალახების გამოშრობა. საამქროს ბაზაზე ჩამოყალიბდა უნივერსალური მზის საშრობი დანადგარი რომელიც მუშაობს როგორც მზის, ასევე ელექტრო ენერგიით.

კომპანია თავიდანვე დაინტერესდა ქართული ჯანსაღი პროდუქტი ყოველგვარი დანამატების, კონსერვანტებისა და ემულგატორების გარეშე შეექმნა და მიღებული ჩირებისგან ახალი და ქართული წარმოებისთვის უცხო პროდუქტი შემოიტანა ბაზარზე. ეს იყო ჩირი ამოვლებული შოკოლადში. ბედად სახელიც უნიკალური გაჩნდა – ჩირკოლადი და შეიქმნა სხვადასხვა სახეობის ჩირკოლადები. თემა უცებ აიტაცა ბაზარმა. ჩირკოლადმა მრავალი წარმატება მოიტანა ადგილობრივ გამოფენა-გაყიდვებზეც. ნედლეული ადგილობრივია, შოკოლადი კი იტალიიდანაა შემოტანილი.

2015 წლიდან კი კომპანიას ინვესტორი გამოუჩნდა და დაარსდა შპს ბიო-მარგი. 2015 წლის მიწურულს შპს “ბიო-მარგმა” მოიწვია ჰოლანდიელი ექსპერტი, რომლის დახმარებითაც კომპანიის განვითარების გეგმა შემუშავდა. ტარდება ინტენსიური ტრენინგები ადგილობრივ ფერმერებთან კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ამასთანავე დაიწყო მუშაობა ახალი წარმოების დასაარსებლად.

ჩირკოლადის დიდ ოჯახში ამჟამად 8 სხვადასხვა პროდუქტი შედის: გარგარი ნიგვზით შოკოლადში, ფინიკი ნიგვზით შოკოლადში, ფორთოხალი შოკოლადში, ფორთოხლის ბურთულა, ფორთოხლის ცუკატი, ქლიავი ნიგვზით შოკოლადში, ჩირიანი შოკოლადის ასორტი, ხურმა ნიგვზით შოკოლადში.

კომპანიას ორი სადისტრიბუციო კომპანია ემსახურება, რომლებიც პროდუქციას აწვდიან შემდეგ ქალაქებში: ზესტაფონი, თერჯოლა, ქუთაისი, წყალტუბო, სამტრედია, ოზურგეთი, ზუგდიდი, ხობი, ვანი, სენაკი, აბაშა. პროდუქცია იყიდება როგორც შეკვეთით, ასევე ძირითად სავაჭრო ქსელებში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში:

  • ბაღდათი – მაშანეიშვილების მარკეტი კახიანის ქუჩაზე
  • ქობულეთი – სუპერმარკეტი რიო, აღმაშენებლის ქუჩაზე
  • ურეკი – ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე, სუპერმარკეტი მიშელი
  • ქუთაისი – ნიკეას ცენტრალურ ბაზარში და ავტტოქარხანაში, ბუკიას 10-ში მდებარე შპს “სამყარო”-ში
  • თბილისი – ქართული კალათა, ლესელიძეზე ასევე SMART-ის ობიექტებში – რუსთაველზე, გლდანში და ვაკეში

საამაყოა რომ ჩირკოლადის პროდუქცია თავისი ხარისხობრივი მახასიათებლებით გაცილებით აღემატება ანალოგიურ იმპორტულ პროდუქციას, ფასი კი ნაკლები ადევს. კილოგრამის ფასი ჩირკოლადის პროდუქციაზე 15-24 ლარის ფარგლებში მერყეობს, მაშინ როცა ნაკლები ხარისხის იმპორტულ შოკოლადში ამოვლებულ ჩირებზე ფასი 30 ლარიდან იწყება.