მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ბიოსიო, შპს

ბიოსიო, შპს

გუდაუთის 7, თბილისი, საქართველო
+995 596 69 40 40
info@biosyo.ge
https://biosyo.ge
FB / ბიოსიო

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

შპს “ბიოსიო” საქართველოში ნატურალური კოსმეტიკას 2017 წლიდან აწარმოებს. კომპანიის პროდუქცია ბუნებრივი ინგრედიენტებისგან მზადდება, რომლებიც კანს ალამაზებს და აჯანსაღებს, სძენს მას სიგლუვესა და სიმკვრივეს. კომპანია მუშაობს იმისათვის, რომ მომხმარებელს მიაწოდოთ სრულიად ნატურალური პროდუქცია და კანი გააჯეროს ისეთი აუცილებელი ვიტამინებით, რომლებიც ახალგაზრდულ იერს მისცემენ მას. იგრძენი ბუნების შეხება!

დღეს კანის მოვლა ძალიან რთულია, რადგანაც ადამიანი დაბინძურებულ გარემოში ცხოვრობს, არაჯანსაღად იკვებება. ეს ყველაფერი ხელს უშლის კანს, შეინარჩუნოს თავისი სინაზე, სიმკვრივე და დარჩეს გლუვი. ნებისმიერი ასაკის ქალბატონი თანახმაა, გამოიყენოს თავის მოვლის სხვადასხვა საშუალება, თუნდაც არაჯანსაღი, რათა შინარჩუნოს სილამაზე და სიამოვნებით უყუროს საკუთარ თავს სარკეში. ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოსა და არაჯანსაღ საკვებთან ერთად, თავის მოვლის სინთეტიკური საშუალებებიც აშრობს ნებისმიერი სახის კანს.

კომპანია “ბიოსიო” კი გთავაზობთ საცხს “ციტრუსი”, რომლის გასაოცარი ეფექტიც დაგიბრუნებთ ცხოვრების ხალისს. “ციტრუსის” წყალობით შეძლებთ: კანის წყლის ბალანსის აღდგენას, რეგენერაციული პროცესების დაჩქარებას, ნაოჭებთან ბრძოლას, კანის სიმკვრივის შენარჩუნებას, კანზე ანთებითი პროცესების ჩაქრობას. კრემში შემავალი ლიმონის ექსტრატი შეიცავს: C, B1, B2, PP ვიტამინებს და სხვადასხვა მიკროელემენტს. კრემს გააჩნია ანტიბაქტერიული, მათეთრებელი და მატონიზირებელი თვისებები.

იგრძენი ბუნების შეხება …