მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ბიზნეს გეგმა > #7 თუ ბიზნეს გეგმაზე მუშაობა მეტ დროს თუ ითხოვს …

#7 თუ ბიზნეს გეგმაზე მუშაობა მეტ დროს თუ ითხოვს …

ბიზნეს გეგმის დაწერას გარკვეული დრო სჭირდება და ამ თემაზე ერთ-ერთი წინა სტატიაშიც ვისაუბრე. მაგრამ ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც გეგმავ. ბიზნეს გეგმაზე მუშაობა ხანდახან სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო დროში იწელება.

დროის გადაცილებას კი შეიძლება მოჰყვეს ურთიერთობის გაფუჭება, დაინტერესებული მხარეებისათვის საჭირო ინფორმაციის-მასალების მიუწოდებლობა და რაც ყველაზე ცუდია საქმის ჩავარდნაც კი.

მიუხედავად ე.წ. დედლაინის არსებობისა რომელსაც ბიზნეს გეგმაზე მუშაობის დასაწყისში სვამ, რეალობა ხშირად სხვა პირობებს გკარნახობს. იძულებული ხარ მეტი დრო დაუთმო რაღაც-რაღაცეების გარკვევას. ზოგი მათგანი ბუნებრივი დაყოვნებაა და დასაშვებია, ზოგიც კი …

არცერთ ბიზნეს გეგმაზე მუშაობა 4 კვირას არ გადამცილებია. ყველაზე რთულიც კი. თუმცა ზუსტად ეხლა მაქვს შემთხვევა, როცა მე-3 თვეა ერთ მნიშვნელოვანი პროექტის ბიზნეს გეგმას ვაკეთებ მეტად საინტერესო ჯგუფთან ერთად. საკითხი ეხება წარმოებას, ინოვაციურ წარმოებას, მსხვილ ინვესტიციას. და მე-3 თვეა უკვე ვმუშაობთ. თემა კონფიდენციალურია, ამიტომ დეტალებში ვერ წავალ …

როგორ უნდა წარმართო პროცესი ისე, რომ დრო ფუჭად არ დაიკარგოს და თან არაფერი გააფუჭო?

1. უმთავრესია იმ საკითხების სწორად გამოვლენა, რაზედაც დროის დახარჯვა არის გამართლებული. ბიზნეს გეგმა ერთიანი დოკუმენტია. მასში არის რგოლები, რომლებიც ურთიერთდამოკიდებულია. ხშირად თუ ერთ შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი არ გაქვს, მეორე თემაზე უბრალოდ ვერ გადახვალ. თუ საკითხი ასეთთა კატეგორიას მიეკუთვნება, სხვა გზა არ გაქვს … უნდა გაირკვეს და მხოლოდ შემდეგ გადახვალ შემდეგ ეტაპზე.

ჩვენ მაგალითად ვმუშაობთ წარმოების ბიზნეს გეგმაზე. თუ წარმოების საშუალებების მწარმოებელთა დახმარებით ჩვენ 100% სიზუსტით არ განვსაზღვრეთ საწარმოო ბიზნეს პროცესები, ვერასოდეს დავადგენთ 1) კონკრეტულად რა საწარმოო საშუალებებია საჭირო, 2) ვერ გავიგებთ მას ფასს, 3) მოწოდების პირობებს, 4) მონტაჟის დროს, 5) გამართვის დროს, 6) გადასახდელ თანხას დაა პირობებს, 7) საჭირო შენობის პარამეტრებს, 8) დასაქმებული ადამიანების რაოდენობის საჭიროებას, 9) ოპერირების პირობებს, 10) მიწისადმი მოთხოვნებს, 11) პროდუქციის თვითღირებულებას და ა.შ. უამრავ რამეს არ ექნება პასუხი. ჩვენს შემთხვევაში ყველა დრო, რომელიც იხარჯება წარმოების საშუალებების სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ რამოდენიმე მომწოდებელთან კომუნიკაციაზე, სწორად დახარჯული დროა, ვინაიდან მათგან მიღებულ პასუხებზეა დამოკიდებული ბიზნეს გეგმის სხვა დეტალების გარკვევა.

2. კომუნიკაცია მხარეებს შორის, ანუ დამკვეთსა და შემსრულებელს შორის უნდა იყოს საათივით აწყობილი. ყოველი „წერტილი“, სადაც ეს დრო იხარჯება, უნდა იყოს შეთანხმებული და გააზრებული, თუ რატომაა ესა თუ ის საკითხი მნიშვნელოვანი. დამკვეთი უკეთ ერკვევა მის საქმეში, ბიზნეს გეგმის შემსრულებელი უკეთ ერკვევა ბიზნეს გეგმის გაკეთების საქმეში. კომუნიკაცია კი აუცილებელია რგოლია, რომ ორივეს თანამშრომლობით მიღებულ იქნას სასურველი შედეგი. ხოლო თუ ამ შედეგს ინვესტორი ელოდება, ისიც უნდა საქმის კურსში იყოს, თუ რატომ უწევს ლოდინი დაგეგმილზე მეტი ხნით.

დასკვნის სახით
თუ ბიზნეს გეგმაზე მუშაობა დროში გაიწელა:

bpl1დარწმუნდით, რომ დროის ყოველი დამატებითი ხარჯი გამართლებულია. ანუ დრო იხარჯება ბიზნეს გეგმის დაწერისათვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხის გარკვევაზე.

 

bpl2დარწმუნდით, რომ დამკვეთსა და შემსრულებელს შორის არის სრული გაგება და კომუნიკაცია მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.

 

მადლობა რომ წაიკითხე სტატია,

მოგეწონა? მაშ, გააზიარე …
შენს მეგობრებსაც მიეცი შანსი მიიღონ ეს ცოდნა …

1. თუ გინდა მომავალი სტატიებიც არ გამოგრჩეს, აქვე მარცხნივ დაარეგისტრირე საკუთარი ელ. ფოსტა ყოველკვირეული სიახლეების მისაღებად (y)

2. თუ შეკითხვა გაგიჩნდა, თან ისეთი, საჯაროდ დასმა რომ არ გამოდის, აქვე მარცხნივ არის პირდაპირ ჩემთვის შეკითხვის მოწერის შესაძლებლობა. 24 საათში ვუპასუხებ ყველა გამოხმაურებას (y)

3. თუ გსურს რომელიმე საკითხი განსაკუთრებით გავშალოთ [შეიძლება ცალკე სტატიის დაწერაც კი ღირდეს მასზე], მოგვწერეთ აქვე ქვემოთ Facebook კომენტარის სახით (y)

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"