მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ბექას ნობათი, შპს

ბექას ნობათი, შპს

კომპანიის დასახელება: ბექას ნობათი, შპს
მისამართი: თბილისი, დოლიძის 34
ვებსაიტი: –
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/bekasnobati/
საკონტაქტო პირი: ბექა გონაშვილი
ტელეფონი: 599 56 71 31
ელ.ფოსტა: beka@me.com
FB პროფილი: https://www.facebook.com/chakrulo

შპს ბექას ნობათი თბილისში, დოლიძის 34-ში და ბახტრიონის 13-ში მდებარეობს და თბილისელებს ქიზიყში წარმოებულ ნაღდ ქართულ საკვებ პროდუქტებს სთავაზობს.

ბრენდს “ბექას ნობათი” დაერქვა თავად დამფუძნებლის – ბექა გონაშვილის აქტიურობიდან გამომდინარე. მისი ოჯახი მჭიდროდაა დაკავშირებული სოფლის მეურნეობასთან და 1950 იანი წლებიდან ჩართულია სხვადასხვა მიმართულებით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში: ცხვარი, ძროხა, ხორბლის და ფქვილის წარმოება, თევზის მეურნეობა მდინარე იორზე და სხვა.

“ბებოს ნობათი” არის დიდი ხნის ოცნების რეალური ასრულება. თან საჭიროებამ მოიტანა საკუთარი წარმოების პროდუქციისთვის საცალო გაყიდვების ობიექტი (ობიექტები) გაკეთებულიყო, მითუმეტეს ბევრი ახლობელი სვამდა შეკითხვას, თუ სად შეიძლებოდა შეიძლებოდა თბილისში ხარისხიანი პროდუქციის შეძენა. ამიტომ პირველი ნაბიჯი გადაიდგა ქ. თბილისში, დოლიძის 34 ნომერში მაღაზიის გახსნით.

რა იყიდება ბექას ნობათში? ხბოს ხორცი, ცხვრის ხორცი, ბატკნის ხორცი, ღორის ხორცი, გულ-ღვიძლი, იმერული ყველი, რაჭის ნატურალური თაფლი, სულგუნი, ნადუღი, რამოდენიმე სახის სოფლის მაწონი, ასაწონი ქარაქი, რამოდენიმე სახის არაჟანი, ქობულეთურის პროდუქცია, სულგუნის ფირფიტები, ქარხნის ყველი, მთის ყველი, ერბო, რძე, იმერული ქარხნის ყველი, სუნელები და აჯიკები, კუპატი, შებოლილი კუპატი, აფხაზურა, ფარში, ხაში, ლორი, საქონლის ენა, ხალადეცი, ნოზაძის ქათამი, მწყერისს ხორცი, კურდღლის ხორცი და ა.შ. მწყერის კვერცხიც კი.

ბუნებრივია სავაჭრო ობიექტში მხოლოდ ბექას გონაშვილის ოჯახის საწარმოების ნაწარმი არ იყიდება. ბევრი მეგობარი ფერმერი ვინც იციან თუ როგორი რუდუნებით შრომობს და აწარმოებს ქართულს, ასევე ყიდის იქ თავის პროდუქტს. ვინაიდან ბექას საწარმო – აგროქიზიყი აწარმოებს ცხოველის და ფრინველის საკვებს, მასთან კავშირში მყოფი ფერმერებისთვის თბილისში პროდუქციის რეალიზაციის შანსი უკვე ძალიან დიდი ხელშეწყობაა.

“ბექას ნობათი” – ეს არის ქართული სავაჭრო ობიექტის ბრენდი, სარეალიზაციო წერტილი თბილისში იმ ფერმერებისთვის, ვინც ხარისხიან პროდუქციას აწარმოებენ!

შეათვალიერეთ ფერმერული პროდუქცია …