მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ბექას ნობათი

ბექას ნობათი

შპს ბექას ნობათი თბილისში, დოლიძის 34-ში და ბახტრიონის 13-ში მდებარეობს და თბილისელებს ქიზიყში წარმოებულ ნაღდ ქართულ საკვებ პროდუქტებს სთავაზობს.

ბრენდი “ბექას ნობათი” წამოვიდა თავად დამფუძნებლის – ბექა გონაშვილის აქტიურობიდან გამომდინარე და მისი სახელიდან. ოჯახი მჭიდროდაა დაკავშირებული სოფლის მეურნეობასთან და 1950 იანი წლებიდან ჩართულია სხვადასხვა მიმართულებით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში: ცხვარი, ძროხა, ხორბლის და ფქვილის წარმოება, თევზის მეურნეობა მდინარე იორზე და სხვა. “ნობათი” კი ისეთი ნაღდი ქართული სიტყვა შეირჩა, რომელიც იდეურად ასახავდა სავაჭრო ობიექტში წარმოდგენილ პროდუქციას.

რა იყიდება ბექას ნობათში? ხბოს ხორცი, ცხვრის ხორცი, ბატკნის ხორცი, ღორის ხორცი, გულ-ღვიძლი, იმერული ყველი, რაჭის ნატურალური თაფლი, სულგუნი, ნადუღი, რამოდენიმე სახის სოფლის მაწონი, ასაწონი ქარაქი, რამოდენიმე სახის არაჟანი, ქობულეთურის პროდუქცია, სულგუნის ფირფიტები, ქარხნის ყველი, მთის ყველი, ერბო, რძე, იმერული ქარხნის ყველი, სუნელები და აჯიკები, კუპატი, შებოლილი კუპატი, აფხაზურა, ფარში, ხაში, ლორი, საქონლის ენა, ხალადეცი, ნოზაძის ქათამი, მწყერისს ხორცი, კურდღლის ხორცი და ა.შ. მწყერის კვერცხიც კი.

“ბექას ნობათი” – ეს არის ქართული სავაჭრო ობიექტის ბრენდი, სარეალიზაციო წერტილი თბილისში იმ ფერმერებისთვის, ვინც ხარისხიან პროდუქციას აწარმოებენ!

შეათვალიერეთ ფერმერული პროდუქცია …