მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ბებოს ჩურჩხელა

ბებოს ჩურჩხელა

შპს ბებოს ნობათი 2014 წლის დასაწყისიდან არსებობს და უგემრიელეს ბებოს ჩურჩხელას აწარმოებს. კომპანია ზუგდიდში მდებარეობს, რუსთაველის IV შესახვევის #11-ში. ეს მცირე საოჯახო ბიზნესია, რომლის დამფუძნებლები სულსა და გულს დებენ საქმის განვითარებაში, ბრენდის განვითარებაში და ხარისხის უმაღლეს დონეზე შენარჩუნებაში.

ცნობისათვის, ბებოს ჩურჩხელა კახური წვენით და სვანური ნიგვზით მზადდება ზუგდიდში. ხოლო თათარა დამზადებულია ძველებური კახური წესის დაცვით. ასორტიმენტში ამჟამად არის ორი ზომის ბებოს ჩურჩხელა: სტანდარტული ზომის და მცირე ვარიანტი.

რითია ყველასგან გამორჩეული ბებოს ჩურჩხელა?

თუ დააკვირდებით, ჩურჩხელა ჯერ ვაკუუმშია შეფუთული, შემდეგ კი ორიგინალურ შეფუთვაშია ჩადებული. არ არსებობს მეორე ჩურჩხელა, რომელიც ასეა შეფუთული. უგემრიელესია და თან მისაღებ ფასში, თავად გასინჯეთ და შეაფასეთ. ხოლო თუ ფიქრობთ, რომ ჩურჩხელა აუცილებლად კახური ჯობია, იცოდეთ, რომ სამეგრელოს აქვს ამბიცია, რომ უკეთესი ჩურჩხელა შემოგთავაზოთ!

კომპანია ამ ეტაპზე აქტიურად მუშაობს, რომ ყველა ძირითად სავაჭრო წერტილში ხელმისაწვდომი იყოს მისი პროდუქტი. თბილისში იყიდება ძირითად ქსელურ მარკეტებში.

გალერეა