მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ბებოს ჩურჩხელა [მცირე ზომის]

ბებოს ჩურჩხელა [მცირე ზომის]

შპს ბებოს ნობათი 2014 წლის დასაწყისიდან არსებობს და უგემრიელეს ბებოს ჩურჩხელას აწარმოებს. კომპანია ზუგდიდში მდებარეობს, რუსთაველის IV შესახვევის #11-ში. ეს მცირე საოჯახო ბიზნესია, რომლის დამფუძნებლები სულსა და გულს დებენ საქმის განვითარებაში, ბრენდის განვითარებაში და ხარისხის უმაღლეს დონეზე შენარჩუნებაში.

რითია ყველასგან გამორჩეული ბებოს ჩურჩხელა?

თუ დააკვირდებით, ჩურჩხელა ჯერ ვაკუუმშია შეფუთული, შემდეგ კი ორიგინალურ შეფუთვაშია ჩადებული. არ არსებობს მეორე ჩურჩხელა, რომელიც ასეა შეფუთული. უგემრიელესია და თან მისაღებ ფასში, თავად გასინჯეთ და შეაფასეთ. ბებოს ჩურჩხელა კახური წვენით და სვანური ნიგვზით მზადდება ზუგდიდში. ხოლო თათარა დამზადებულია ძველებური კახური წესის დაცვით. ასორტიმენტში ამჟამად არის ორი ზომის ბებოს ჩურჩხელა: სტანდარტული ზომის და მცირე ვარიანტი.

ბებოს ჩურჩხელას ეს პროდუქტი სულ ახალია, 2016 წლის მაისში შემოვიდა ბაზარზე. დაახლოებით 15 სანტიმეტრია სიგრძეში და ზომით და წონით [გემოზე აღარ ვსაუბრობთ] ძალიან მისაღებია. ტრადიციულად ვაკუუმშია შეფუთული. ამ კონკრეტულ პროდუქტს მხოლოდ ზომა არ აქვს სხვა, იგი სხვა ტიპის ქცევაზეცაა გათვლილი. წარმოიდგინეთ სალაროსთან ახლოს რომ შოკოლადებია სავაჭრო ცენტრში განთავსებული იქ რომ დაგხვდეთ ბებოს ეს mini ჩურჩხელა, წაუჩურჩხელებთ?