მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ბებოს ნობათი

ბებოს ნობათი

ბრენდი – ბებოს ნობათის კონცეფცია გაინტერესებთ?
რატომ ბებოს ნობათი?
რატომ ბებოს ჩურჩხელა?

ბებო ყოველივე კარგთან, ახლოსთან, მშობლიურთან და საყვარელთან ასოცირდება თითოეული ჩვენგანისათვის. სწორედ ასეთი დიდი სიყვარულით კეთდება ეს პროდუქტი თქვენთვის, მომხმარებლისათვის.

შპს ბებოს ნობათი 2014 წლის დასაწყისიდან არსებობს და უგემრიელეს ბებოს ჩურჩხელას აწარმოებს. კომპანია ზუგდიდში მდებარეობს, რუსთაველის IV შესახვევის #11-ში. ეს მცირე საოჯახო ბიზნესია, რომლის დამფუძნებლები სულსა და გულს დებენ საქმის განვითარებაში, ბრენდის განვითარებაში და ხარისხის უმაღლეს დონეზე შენარჩუნებაში.

ცნობისათვის, ბებოს ჩურჩხელა კახური წვენით და სვანური ნიგვზით მზადდება ზუგდიდში. ხოლო თათარა დამზადებულია ძველებური კახური წესის დაცვით. ასორტიმენტში ამჟამად არის ორი ზომის ბებოს ჩურჩხელა: სტანდარტული ზომის და მცირე ვარიანტი, რომელიც 2016 წლის მაისში გამოვიდა ბაზარზე. უკეთ გაიცანით ბებოს ნობათი და მის მიერ წარმოებული ბებოს ჩურჩხელა.

გალერეა