მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ბებოს ნობათი, შპს

ბებოს ნობათი, შპს

რუსთაველის მე-4 შეს. 11, ზუგდიდი, საქართველო
+995 595 37 40 88, +995 577 14 19 56
bachuki.1985@mail.ru
FB/ბებოს-ჩურჩხელა

შპს ბებოს ნობათი 2014 წლის დასაწყისიდან არსებობს და ქართული ნედლეულის ბაზაზე და უნიკალური ტექნოლოგიით ზუგდიდში უგემრიელესი ჩურჩხელას ორ სახეობას აწარმოებს. ეს მცირე საოჯახო ბიზნესია, რომლის დამფუძნებლები სულსა და გულს დებენ საქმის / ბრენდის განვითარებაში და ხარისხის უმაღლეს დონეზე შენარჩუნებაში.

ბებო ყოველივე კარგთან, ახლოსთან, მშობლიურთან და საყვარელთან ასოცირდება თითოეული ჩვენგანისათვის. სწორედ ასეთი დიდი სიყვარულით კეთდება პროდუქცია თქვენთვის, მომხმარებლისათვის. სწორედ ესაა ბრენდის კონცეფციის საფუძველი. ბრენდი ქართული პროდუქციის ყველა ფესტივალში მონაწილეობს, სადაც კი პროდუქციის წარმოჩენაა შესაძლებელი. საექსპორტოდ იგზავნება ნიმუშები. პროდუქცია სულ უფრო მეტ სარეალიზაციო წერტილში იყიდება საქართველოში.

ბებოს ჩურჩხელა კახური წვენით და სვანური ნიგვზით მზადდება ზუგდიდში. ხოლო თათარა დამზადებულია ძველებური კახური წესის დაცვით. ასორტიმენტში ამჟამად არის ორი ზომის ბებოს ჩურჩხელა: სტანდარტული ზომის და მცირე ვარიანტი. პროდუქციას 3 უნიკალობა გამოარჩევს: 1) ჩურჩხელა ჯერ ვაკუუმშია შეფუთული, შემდეგ კი ორიგინალურ უყაოს შეფუთვაშია ჩადებული. ეს 9 თვემდე ახანგრძლივებს თაროზე პროდუქტის შენახვის ვადას. 2) ჩურჩხელა ძაფის გარეშე მზადდება, სპეციალურ ყალიბში ისხმება, და 3) სწორედ ამ ტექნოლოგიის გამო ყველა ჩურჩხელა ერთი ზომის/წონისაა, რაც ჩურჩხელას ტრადიციულად ამოვლების დროს პრაქტიკულად მიუღწეველია.

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...